,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-3
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-3

2018 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური   სამსახურის  გავლის   წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.“;

ბ) 29-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წელი არ არის გასული.“;

გ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ1) ამ წესის 33-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ, მოსამსახურის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში;“;

დ) 33-ე მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. საქართველოში შვებულების გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდი განისაზღვრება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დღიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღემდე, ხოლო ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში სამსახურში არყოფნა ითვლება საპატიოდ.“;

დ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.“;

ე) 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 361 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 361. დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისგან დამოუკიდებლად, ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები პირს უნაზღაურდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს  ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, სრულწლოვანი გერი, და და ძმა.“. 

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე 2018 წლის შვებულებასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დღეები გადაანგარიშდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ.ა.“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე