1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით –
საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება მერიის სამსახურის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური;
ე) შესყიდვების სამსახური;
ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური;
თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
5. მერიის სამსახურების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო