გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრამდე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 25 (ოცდახუთი) განცხადება შემოვიდა. 23 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ორი განცხადება არ დაკმაყოფილდა.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - ეკა მელიქიშვილმა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.