1. საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე www.matsne.gov.ge . საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში - ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი (განკარგულება, ბრძანება) ქვეყნდება ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში - ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
3. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge და ასევე საჭიროების შემთხვევაში - ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
4. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.
5. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge და გაზეთში, ასევე ამ რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვად