1. საკრებულოს წევრი, მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირი, ვალდებულია მოაწყოს მოქალაქეთა მიღების დღე, თვეში ერთხელ მაინც, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
2. პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს რიგით წევრს გამოეყოფა ადგილი საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის ოთახში ან საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს რიგით წევრს –
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს შეუძლია მოქალაქეები მიიღოს თავის სამუშაო კაბინეტში ან საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
3. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე 3 დღით ადრე მაინც.
4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი, თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი).
5. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მოქალაქეთა მიღების ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.
6. მიღების საათების დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრი (საკრებულოს თანამდებობის პირი) ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახე