„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 23 თებერვალი დაბა შუახევი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„გ) ეკონომიკური დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განყოფილება.“
„მუხლი 6. ეკონომიკური დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განყოფილების ფუნქციები
1. ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
დ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის, ტერიტორიის გამწვანების და მაწანწალა ცხოველებისაგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხებზე შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათებისა, სანიაღვრე და სარწყავი არხების ქსელის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ზ) ამზადებს წინადადებებს გამწმენდ ნაგებობათა, ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე;
თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ი) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
კ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ლ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების ქირის ამოღებაზე კონტროლი;
მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
ნ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას;
ო) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
პ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ჟ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ტ) ეკომიგრაციისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;
უ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება, მათი განხორციელების ზედამხედველობა.
2. სოფლის მეურნეობის საკითხებში განყოფილების ფუნქციებია:
ა) სოციალურ, სტიქიის და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა;
დ) აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, მეფუტკრეობის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევა პრობლემების გადაწყვეტაში;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ზ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდება;
თ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;“.
|