მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების  თანამდებობების/ პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის“ (შემდგომში − წესი)  მიზანია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების/პოზიციების პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობ🔗