⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.08.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.01.2018
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,056 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.2018 მიღება
07.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №3 2018 წლის 12 იანვარი ქ . თბილისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ტ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი დანართი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის  (შემდგომში – დეპარტამენტი) ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვას. 3.  დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტს აქვს ბალანსი, საბანკო ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში (მათ შორის სავალუტო), სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი, შტამპი და ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 6. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა, ფარნავაზ მეფის  ქ. №1. თავი II დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. 1.    დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სახელმწიფო რეზერვში შესაბამისი მასალებისა და საქონლის დაგროვების სახელმწიფო დავალების შესრულება; ბ) სახელმწიფო რეზერვების მარაგების  შენახვა და მატერიალურ ფასეულობებთან   გათვალისწინებული ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეზერვების სისტემის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა; დ) მატერიალური რეზერვების სახელმწიფო პოლიტიკის  შემუშავება და იმპლემენტაცია. 2. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მშვიდობიანობის დროს საქართველოს მთავრობის, ხოლო საომარი მოქმედებების დროს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო რეზერვის  მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება; ბ) სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მარაგების სახელმწიფო დავალების შესრულება, დამტკიცებული ნომენკლატურის თანახმად; გ) ძირითადი ფონდების სათანადო საექსპლუატაციო  დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება; ე) საპასუხისმგებლო შენახვაზე განთავსებულ მატერიალური ფასეულობების  ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის საკონტროლო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ხოლო ინვენტარიზაცია ყოველი წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით; ვ) საპასუხისმგებლო შენახვასთან დაკავშირებულ ყველა უწყებასა და დაწესებულებაში, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარებულ ბაზებში, სამობილიზაციო რეზერვის მარაგების აღრიცხვის, მოძრაობის, ნაშთებისა და მათი ხარისხობრივი მდგომარეობის შემოწმება, სავალდებულო მითითებების მიცემა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით; ზ) მარაგების ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვა; თ) საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის შემუშავება; ი) სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობის მარაგების  პასუხისმგებელ შემნახველი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხის (სამობილიზაციო დავალება) შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) სახელმწიფო რეზერვის მარაგების შესანახი ბაზების დისლოკაციის და მათი ტერიტორიული განლაგების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; მ) საქართველოს და სხვა ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების, მასალებისა და საქონლის მარაგების ხანგრძლივი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შესწავლისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ნ) გასცეს იჯარით მის ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სიმძლავრეები, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი; ო) დეპარტამენტის წინაშე დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები, გადასცეს მათ თავიანთი საქმიანობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობანი,  სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკა და სხვა, ხოლო მიღებული შემოსავლები, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო გადასახადების დაფარვის შემდეგ, გამოიყენოს სახელმწიფო რეზერვის სისტემის საჭიროებისათვის და სახელმწიფო რეზერვის მარაგების დასაგროვებლად. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება; პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება. თავი I I I დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 3🔗. 1.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და მისდამი დაქვემდებარებული  სტრუქტურული ქვედანაყოფების  საქმიანობას, წარმართავს და უზრუნველყოფს დეპარტამენტის  წინაშე   მდგომი ამოცანების შესრულებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს და მოსამსახურეებს უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის საიდუმლო ხელშეკრულებებს, შრომით კონტრაქტებს; დ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ე) ამტკიცებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენის მოსამსახურეებს; თ) ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; ი) იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსს ან კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 4🔗. 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება. 2. სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილება პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისთვის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვის მიზნით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე. 3. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის საფინანსო, საკადრო და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე. თავი  V დეპარტამენტის ქონება და დაფინანსების წყარო მუხლი 5🔗. 1. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად დეპარტამენტს სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. 1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი; 2. დეპარტამენტის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანხმობით, დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. თავი VI დასკვნითი  დებულებანი მუხლი 8🔗. 1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.