შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე ანნა ლაზარაშვილი-ნადირაძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2017 წლის 12 იანვარი
სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით
აუქციონატორი შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23
ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge
საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ.
საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან ს აკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG010 |
| იპოთეკის ხელშეკრულება: №686571-2, 30 მაისი 2008 წელი |
| უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქ. თბილისი, გამზირი ვაჟა-ფშაველა, კვარტალი II, კორპუსი 4, ბინა №32, ფართი 55.26 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 01.14.03.023.001.01.032 |
| უძრავი ქონების მესაკუთრე: ანნა ლაზარაშვილი-ნადირაძე (პ/ნ 60002000054) |
| ვალდებულების წარმოშობა: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №686571-926350, 03 ივნისი 2008 |
| მსესხებელი (მოვალე): ნიკოლოზ ნადირაძე, პირადი №60001010117 |
| სასესხო დავალიანების ოდენობა: 50.114,27 აშშ დოლარი (ძირი: 34.748,85 აშშ დოლარი, სარგებელი: 4.397,48 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 10.666,05 აშშ დოლარი, დაზღვევა 301,89 აშშ დოლარი) სხვა ხარჯები: სპეციალისტის მომსახურების წინასწარი საფასური 590 ლარი; |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 34.640 აშშ დოლარი და 590 ლარი |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის , კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით ; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე ; 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით ; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი ; ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის , მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
აუქციონატორი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536
დირექტორი გიორგი ლოლაშვილი