⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2025)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2018
ძალაში შესვლა 22.02.2018
ძალის დაკარგვა 17.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10-11
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,438 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2018 მიღება
22.02.2018 ძალაში შესვლა
17.03.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-11 2018 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, მუნიციპალური მნიშვნელობის ტყის მართვას,  სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. 2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. 5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის დასადასტურებელი ბეჭედი-სახელწოდებით „მწვანე-ნარგავების ტრანსპორტირებისთვის“, აგრეთვე ბეჭედი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნით და  ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. 8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7. მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები   1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თბილისის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; ბ) თბილისის ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობისა და რესურსაღდგენის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; დ) თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების განვითარების, გაუმჯობესებისა და განაშენიანების ერთიანი სტანდარტის დადგენის ხელშეწყობა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ინვენტარიზაცია და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მდგომარეობის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, სპეციალური ჭრის ნებართვის გაცემა; ე) მშენებლობის მიზნით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, ჭრის/გადარგვის ნებართვის გაცემა; ვ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების  შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება; ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში ჭრის/გადარგვის შედეგად ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრა; თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება; ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება;  კ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; ლ) ჭრის, გადარგვის და საკომპენსაციო რგვის განხორციელების მონიტორინგი; მ) გადარგვის ან საკომპენსაციო რგვის შედეგად დაინტერესებული მხარისათვის წარმოშობილი ვალდებულებების მონიტორინგი; ნ) უნებართვო ჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა; ო) თბილისის ტერიტორიის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სიის შემუშავება და განახლება; პ) ხე-მცენარეების რგვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; ჟ) ხე-მცენარეების გარემოდან ამოღებისა და გადარგვის ტექნიკური პირობების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; რ) ზედაპირული წყლის ობიექტების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ს) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბუნებრივი რისკების შემცველი ტერიტორიების  იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ტ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარე მტკვრის ავზის დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა; უ) მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; ფ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის, წარმოქმნის პრევენციის  და გადამუშავებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი; ქ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვაში მონაწილეობა და გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა; ღ) ინერტული ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; ყ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, დახურვისა და რეკულტივაციის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; შ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირებისა და დახურვის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; ჩ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ც) ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის, ან სტრატეგიის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ძ) კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; წ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასებაში მონაწილეობა; ჭ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ღონისძიებების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ხ) თბილისის ტერიტორიაზე დადგენილი ზონალური მოდიფიკაციის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; ჯ) ყოფილი საწარმოო ობიექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა და მათი შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების/განხორციელების ხელშეწყობა; ჰ) ურბანული ეკოსისტემების იდენტიფიცირება, მწვანე ინფრასტრუქტურის  რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ჰ​1) ჰაერის დაბინძურების, ემისიების წყაროების, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის საინფორმაციო ბაზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ჰ​2) ურბანულ გარემოში მწვანე ლანდშაფტების განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და განვითარების პროცესის მართვა; ჰ​3) სატრანსპორტო რეგულირების პროცესში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება; ჰ​4) ხე-მცენარეების პასპორტიზაცია, მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება; ჰ​5) მწვანე ლანდშაფტის დაცვის უზრუნველყოფა, ლანდშაფტის დიზაინის დამუშავება და არქიტექტურული პროექტების განხორციელება; ჰ​6) მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჰ​7) გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ჰ​8) სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ჰ​9) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე; ჰ​10) სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის დაძმობილებული ქალაქების, მუნიციპალურ ორგანოებთან გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა; ჰ​11) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჰ​12) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების პროცესში მონაწილეობის მიღება; ჰ​13) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი    1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს  და ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ) თბილისის  მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს; ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე; თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; მ)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები   1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილეები: ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) აკონტროლებენ  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები  1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სატყეო პოლიტიკის განყოფილება; ბ) ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება; გ) გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება; დ) მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება. 2. სატყეო პოლიტიკის განყოფილების ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ინვენტარიზაცია და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მდგომარეობის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის აღდგენა-განახლების ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია; ე) სხვლა-ფორმირების ერთიანი მეთოდიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა; ვ) გეოგრაფიული საინფორმაციო ბაზების შექმნა და რეგულარული განახლება; ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფიტოსანიტარული კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) თბილისის ტერიტორიის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სიის შემუშავება და განახლება; ი) ხე-მცენარეების რგვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; კ) ხე-მცენარეების გარემოდან ამოღებისა და გადარგვის ტექნიკური პირობების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; 3. ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია: ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, სპეციალური ჭრის ნებართვის გაცემა; ბ) მშენებლობის მიზნით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, ჭრის/გადარგვის ნებართვის გაცემა; გ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება; დ) ჭრის/გადარგვის სანებართვო რეესტრის შექმნა და რეგულარული განახლება; ე) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; ვ) ფიტოსანიტარული კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) ჭრის, გადარგვის და საკომპენსაციო რგვის განხორციელების მონიტორინგი; თ) გადარგვის ან საკომპენსაციო რგვის შედეგად დაინტერესებული მხარისათვის წარმოშობილი ვალდებულებების მონიტორინგი; ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა; კ) უნებართვო ჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა; ლ) ექსპერტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება; მ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება; ნ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება; ო) ზედაპირული წყლის ობიექტების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; პ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 4. გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბუნებრივი რისკების შემცველი ტერიტორიების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა; ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარე მტკვრის ავზის დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა; გ) მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის, წარმოქმნის პრევენციის  და გადამუშავებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი; ე) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სიტემის დანერგვაში მონაწილეობა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ვ) ნარჩენების გადამუშავების შედეგად ენერგიისა და პროდუქციის მიღების ხელშეწყობისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) ინერტული ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, დახურვისა და რეკულტივაციის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების და დახურვის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია; კ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის, ან სტრატეგიის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბინძურების წერტილოვანი წყაროების ინვენტარიზაციაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ნ) კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და  განხორციელებაში მონაწილეობა; ო) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასებაში მონაწილეობა; პ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ღონისძიებების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ჟ) მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; რ) გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ს) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე; ტ) სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქების მუნიციპალურ ორგანოებთან გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 5. მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების ფუნქციებია: ა) თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; გ) ყოფილი საწარმოო ობიექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა და მათი შემდგომი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების/განხორციელების ხელშეწყობა; დ) ქალაქმშენებლობით სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; ე) ურბანული ეკოსისტემების იდენტიფიცირება, მწვანე ინფრასტრუქტურის რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ჰაერის დაბინძურების, ემისიების წყაროების, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის საინფორმაციო ბაზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ურბანულ გარემოში მწვანე ლანდშაფტების განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და განვითარების პროცესის მართვა; თ) ქალაქგეგმარებით პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) სატრანსპორტო რეგულირების პროცესში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება; კ) ხე-მცენარეების პასპორტიზაცია, მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება; ლ) ურბანულ გეგმარებით საკითხებზე მიმდინარე უწყებათაშორის და საჯარო განხილვებში მონაწილეობა; მ) მწვანე ლანდშაფტის დაცვის უზრუნველყოფა, ლანდშაფტის დიზაინის დამუშავება და არქიტექტურული პროექტების განხორციელება. ნ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე გამწვანებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის გამწვანების პროექტის შეთანხმება; ო) თბილისის ტერიტორიაზე დადგენილი ზონალური მოდიფიკაციის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა; პ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე გამწვანებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის გამწვანების პროექტის შეთანხმება;  ჟ) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების პროცესში მონაწილეობის მიღება; რ) სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი    1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას; ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა  მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები  1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.  მუხლი 8🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება  1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.  მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები   1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.