„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 15.01.2018
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №65-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010010010.31.056.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2018 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადგენს:
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1052 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი (№09-01-08/56, 08.01.2018).
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1051 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 12 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით გაბაიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მერაბ კარანაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ჩხეტია – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
დ) ვლადიმერ მგალობლიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
ე) ილია ვერძაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე;
ვ) დავით ბაციკაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ თავმჯდომარე;
ზ) გია აბულაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი;
თ) პეტრე ზამბახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;
ი) გიორგი ბერიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი (კომისიის მდივანი);
კ) არჩილ ხახუტაიშვილი – დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;
ლ) თენგიზ თევზაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
მ) ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გამგეობის თავმჯდომარე.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე
ჩაქვი,
15 იანვარი 2018 წ.
N65-უ.ს.რ.ს.
პროექტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №16, 26.07.2008) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუცია
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებების დაცვის, ხელისუფლების დანაწილების, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებითა და საყოველთაოდ აღიარებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.
მუხლი 2🔗. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების განხორციელების საფუძვლები
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოების შექმნა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
მუხლი 3🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;
გ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების კონტროლი;
დ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;
ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა;
ვ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა;
თ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, მართვა და მხარდაჭერა;
ი) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა.
4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.
5. სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილების დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
მუხლი 4🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.
მუხლი 5🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება თან ერთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ტალღისებურად გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით. მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამურ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება თან ერთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
მუხლი 7🔗. უმაღლესი საბჭოს სტატუსი და უფლებამოსილება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა იღებს უმაღლესი საბჭო. რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. უმაღლესი საბჭოს არჩევნები
1. უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 6 დეპუტატისაგან.
2. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
4. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.
5. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.
6. უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.
მუხლი 9🔗. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. უმაღლესი საბჭო სრულ უფლებამოსილებას იძენს უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს.
მუხლი 10🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.
2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება უმაღლესი საბჭოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. უმაღლესი საბჭოს წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას უმაღლეს საბჭოში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის.
3. უზრუნველყოფილია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
5. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗. აჭარის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗. უმაღლესი საბჭოს ბიურო
1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 13🔗. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები
1. საკანონმდებლო საკითხების მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში იქმნება კომიტეტები.
2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 14🔗. უმაღლესი საბჭოს ფრაქციები
1. უმაღლესი საბჭოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.
3. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 15🔗. უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია.
2. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით. დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
3. დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
მუხლი 16🔗. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
2. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.
მუხლი 17🔗. უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.
2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.
3. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის (სხდომის) მოწვევის თაობაზე ერთვის განსახილველ საკითხთა ნუსხა.
4. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
5. უმაღლესი საბჭოს სხდომები საჯაროა. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს ღია სხდომის ოქმი საჯაროა.
6. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოთქვა თანხმობა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს უმაღლესმა საბჭომ, კომიტეტმა ან კომისიამ.
მუხლი 18🔗. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს;
ე) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას;
ვ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს;
ზ) აწესებს კონტროლს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულებაზე;
თ) ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, კომიტეტების თავმჯდომარეებს და სხვა თანამდებობის პირებს;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იძლევა თანხმობას თანამდებობის პირების დანიშვნაზე;
კ) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით საქართველოს პარლამენტში;
ლ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს;
მ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 19🔗. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2 000 ამომრჩეველს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ან უმაღლესი საბჭოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული კანონის ან დადგენილების მიღები სხვა წესი.
3. უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი.
მუხლი 20🔗. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.
3. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6. კანონი ძალაში შედის ოფიციალურ ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 21🔗. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
3. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
5. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება.
6. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მუხლი 22🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისაგან.
4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა.
5. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
მუხლი 23🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობებით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;
ე) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინციასა და კონტროლს;
ზ) პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე;
თ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში;
ი) ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს;
მ) წელიწადში ერთხელ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ნ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებით ერთ-ერთ მინისტრს აკისრებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ამავე ბრძანებით განისაზღვრება მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები.
4. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 24🔗. მთავრობის დამტკიცება
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.
3. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.
მუხლი 25🔗. უნდობლობის გამოცხადება
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით უნდობლობას უცხადებს მთავრობას.
4. თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლი 26🔗. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:
ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;
გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;
დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო.
მუხლი 27🔗. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
დ) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
ზ) თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების გაკეთების ან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოსათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი ფაქტის დადგომისთანავე;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
დ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილების მიღებისთანავე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამადე ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, გარდა უმაღლესი საბჭოს დათხოვნის გამო მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისა.
მუხლი 28🔗. მთავრობის უფლებამოსილება
1. მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ქმნის სათათბირო ორგანოებს;
გ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები;
დ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ე) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულებას და უმაღლეს საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშს;
ვ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვასა და განკარგვას;
თ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და განვითარებას;
ი) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას;
კ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას;
ლ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
მ) ხელს უწყობს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას;
ნ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მთავრობას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას ან უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ან მინისტრის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, საქართველოს კანონს ან საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტს.
მუხლი 29🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები
1. სამინისტრო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ფინანსების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ეკომიგრაციის.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
მუხლი 30🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
გ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს;
ე) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
4. მინისტრს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს მთავრობის თავმჯდომარეს. მინისტრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრს.
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსები და ქონება
მუხლი 31🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი
1. უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონს.
2. მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტი. მთავრობის თავმჯდომარე მომდევნო საბიუჯეტო წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 2 თვისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
3. მთავრობის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი მთავრობის წევრის თანხმობის გარეშე დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭოს შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
5. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით, წინა წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიხედვით.
6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 32🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსები და ქონება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შეიძლება გადაეცეთ ფინანსური სახსრები.
თავი V
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და გადასინჯვა
მუხლი 33🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის, ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 20 000 ამომრჩეველს.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის და დადგენილებით ქმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას. უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის ან/და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ.
მუხლი 34🔗. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ან/და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი დამტკიცების მიზნით, საქართველოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.“.
მუხლი 2🔗
ამ კანონის ამოქმედებისთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს კომისია, ხოლო კომისიის თავმჯდომარე – კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 3🔗
ეს კანონი ძალაში შევიდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დროშა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
გერბი
განმარტებითი ბარათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის მიღების მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2004 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. კონსტიტუციური კანონი ვერ უზრუნველყოფდა უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის, მნიშვნელოვანი ხარვეზებით იყო დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან (19.10.2017-დან) არაუგვიანეს 6 თვისა (19.04.2018-მდე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
ა.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანი:
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა და ინსტიტუციური მოწყობის ჯეროვანი მოწესრიგება, რაც უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან და კონსტიტუციურ კანონთან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.
ა.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსი:
კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულად ანაცვლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციას. ამასთანავე ხდება კონსტიტუციის მუხლების დასათაურება.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 5 თავისა და 34 მუხლისაგან.
თავი პირველი. ზოგადი დებულებები შედგება 6 მუხლისგან
პირველი თავის ცალკეული მუხლები დათმობილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგად სტატუსს, ტერიტორიულ იურისდიქციას, ხელისუფლების განხორციელების ზოგად პრინციპებს, განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს, სიმბოლიკას და ადმინისტრაციულ ცენტრს. მნიშვნელოვან სიახლეებს შეიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების ჩამონათვალი, როგორიცაა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება; ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება. ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე ასევე შემოდის სრულიად ახალი უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპი, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ახალი ნორმის სახით ადგენს, რომ, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ დასაშვებია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
თავი მეორე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
მეორე თავის ახალი რედაქცია ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ (პრინციპულ) ცვლილებას, ადგენს ფრაქციების შექმნის წესს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელშეუვალობის დაცვას მაღალი სტანდარტით და ადგენს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მუხლი 7🔗
პირველ პუნქტში დაკონკრეტებულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მე-2 პუნქტში აღნიშნულია ინიციატივის წესით რეგლამენტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრე (უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია, კომიტეტი), რეგლამენტის მიღების კვორუმი (დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი), იურიდიული ძალა (კანონის ძალის მქონე აქტი) და ხელმომწერი სუბიექტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე).
მუხლი 8🔗
მე-8 მუხლი ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს. პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს არჩევა მოხდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. კერძოდ, 15 წევრი აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 6 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
აღნიშნული მუხლი აკონკრეტებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღს – ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, რაც უზრუნველყოფს მანიპულირების პრევენციას თარიღის განსაზღვრისას და მეტ სიცხადეს შეიტანს საარჩევნო პროცესში. გარდა ამისა, დადგენილია არჩევნების დანიშვნის ინტერვალები უმაღლესი საბჭოს დათხოვნისა და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევებისთვის.
მე-3 პუნქტის თანამხად, უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
სიახლეა მე-4 პუნქტში, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.
მე-5 პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.
მე-6 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.
მუხლი 9🔗
აღნიშნულ მუხლში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. აგრეთვე დაზუსტებულია, რომ უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. უმაღლესი საბჭო სრულ უფლებამოსილებას იძენს უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს.
მუხლი 10🔗
დათმობილი აქვს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსს.
უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება უმაღლესი საბჭოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. უმაღლესი საბჭოს წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას უმაღლეს საბჭოში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის.
ამავე მუხლში დეტალურადაა მოცემული უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობისა და უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ თუკი უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, აღნიშნული იქნება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 11🔗
დათმობილი აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევისა და უფლებამოსილების ზოგად საკითხებს. პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იგი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
დათმობილი აქვს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. ბიურო იქმნება უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციისათვის, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 13🔗
დღეს მოქმედი კომისიები პროექტის შესაბამისად, იცვლება კომიტეტებით, რომელიც იქმნება საკანონმდებლო საკითხების მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით. დასახელების ცვლილება ძირითადად გამოწვეულია კომისიების როლისა და ფუნქციის გაზრდით.
მუხლი 14🔗
დათმობილი აქვს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს. პროექტით ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა რჩება უცვლელი, ხოლო ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესის, უფლებამოსილების განსაზღვრა მოხდება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 15🔗
უმაღლესი საბჭოს საკონტროლო საქმიანობის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რადგან კონსტიტუციურ დონეზე პირველად შემოდის დროებითი კომისიის ცნება, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით უმაღლეს საბჭოში იქმნება.
დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით. მნიშვნელოვანია, რომ დროებით კომისიაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც, ხოლო დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ამავე მუხლში მოცემულია დროებითი კომისიის საქმიანობის გარანტიები, რომლის თანახმად, დროებითი კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
მუხლი 16🔗
უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. აღნიშნული ნორმის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანი.
მუხლი 17🔗
უმაღლესი საბჭოს სესიებისა და სხდომების პერიოდულობა რჩება უცვლელი. აღნიშნული მუხლი აზუსტებს, რომ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია (სხდომა) ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილი დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
მნიშვენლოვან სიახლეს წარმოდგენს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოთქვა თანხმობა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 18🔗
დათმობილი აქვს უმაღლესი საბჭოს ძირითად უფლებამოსილებებს, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს;
ე) აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას;
ვ) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს;
ზ) აწესებს კონტროლს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულებაზე;
თ) ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, კომიტეტების თავმჯდომარეებს და სხვა თანამდებობის პირებს;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იძლევა თანხმობას თანამდებობის პირების დანიშვნაზე,
კ) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით საქართველოს პარლამენტში;
ლ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს;
მ) ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 19🔗
განსაზღვრავს საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტთა წრეს, რომელიც მოქმედი რედაქციისგან არ განსხვავდება. ამევე მუხლში დადგენილია, რომ უმაღლესი საბჭო იღებს არა კანონპროექტს, არამედ კანონს, როგორც ეს ახალ კონსტიტუციურ კანონშია აღნიშნული. ამავე მუხლში მოცემულია კანონის, უმაღლესი საბჭოს დადგენილების და სხვა გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.
მუხლი 20🔗
აღნიშნულ მუხლში დეტალიზებულია კანონის ხელმოწერასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათი ვადები. ასევე დაზუსტებულია ვეტოსთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 21🔗
უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურადაა წარმოდგენილი.
პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.
მე-2 პუნქტით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
სიახლეა ასევე მე-3 პუნქტშიც, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას.
მე-4 პუნქტით, უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
მე-5 პუნქტი ადგენს, რომ დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს, მე-6 პუნქტის თანახმად, იგი ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი მესამე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მუხლი 22🔗
პირველი პუნქტი წარმოდგენილია იმ ცვლილებით, რომ მთავრობის სტატუსი განსაზღვრულია როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოსი.
მე-2 პუნქტით მთავრობა, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა, ანგარიშვალდებული ხდება საქართველოს მთავრობის წინაშეც. უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის პასუხისმგებლობა პრაქტიკულ დატვირთვას იძენს უმაღლესი საბჭოს მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებაში.
მე-3 პუნქტში მოცემულია, რომ მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისაგან.
მე-4 პუნქტი მთავრობის წევრს არ აძლევს უფლებას ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან სახელოვნებო საქმიანობისა.
მე-5 პუნქტით მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
მუხლი 23🔗
პირველი პუნქტი განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივ სტატუსს, რომლის თანახმადაც იგი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
მე-2 პუნქტში მოცემულია მთავრობის თავმჯდომარის ძირითად უფლებამოსილებათა ჩამონათვალი.
მე-3 პუნქტს სიახლის სახით შემოაქვს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ცნება, თუმცა იგი არ ზრდის მთავრობის წევრთა რაოდენობას, ვინაიდან მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებით ერთ-ერთ მინისტრს აკისრებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ამავე ბრძანებით განისაზღვრება მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციები.
მე-4 პუნქტით მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 24🔗
აღნიშნული მუხლით მთლიანად იცვლება მთავრობის დამტკიცების წესი. კერძოდ:
ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ, თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.
მე-3 პუნქტის თანახმად, თუკი უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.
მუხლი 25🔗
ახალი რედაქციითაა წარმოდგენილი მთავრობის უნდობლობის საკითხიც.
პირველი პუნქტით უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
მე-2 პუნქტის თანახმად, უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
მე-3 პუნქტით მცირდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი ორი მესამედის ქვორუმი უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე, ანუ უნდობლობის გამოცხადებისათვის ნაცვლად საჭირო 14 ხმისა, საკმარისი იქნება 11 ხმა.
სიახლეა მე-4 პუნქტშიც, რომლის თანახმად, თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლი 26🔗
პირველ პუნქტში მოცემულია მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, როგორიცაა:
ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა;
ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა;
დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნა.
მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ხოლო მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო.
მუხლი 27🔗
პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულია, თუ რა შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება მთავრობის თავმჯდომარეს.
მე-2–მე-4 პუნქტებში დეტალურადაა მოცემული, თუ ვინ ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 28🔗
პირველი პუნქტი ითვალისწინებს მთავრობის უფლებამოსილებების ძირითად ჩამონათვალს. პროექტის შესაბამისად, მთავრობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ქმნის სათათბირო ორგანოებს;
გ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები;
დ) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ე) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულებას და უმაღლეს საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშს;
ვ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვასა და განკარგვას;
თ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და განვითარებას;
ი) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას;
კ) ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნას, მართვასა და მხარდაჭერას;
ლ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში, უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
მ) ხელს უწყობს ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას;
ნ) ახორციელებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მე-2 პუნქტის თანახმად, მთავრობას შეუძლია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას ან უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას და რომლის განხორციელებაც საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.
მუხლი 29🔗
პირველი პუნქტის თანამხად, სამინისტრო იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.
მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ფინანსების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ეკომიგრაციის.
მუხლი 30🔗
კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი.
პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
მე-2 პუნქტში მოცემულია მინისტრის უფლებამოსილებათა ზოგადი ჩამონათვალი.
მე-3 პუნქტის თანახმად, მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
მე-4 პუნქტის შესაბამისად, მინისტრს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს მთავრობის თავმჯდომარეს. მინისტრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრს.
თავი მეოთხე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსები და ქონება
მუხლი 31🔗
პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სრული შემადგენლობის (და არა სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონს.
მე-2 პუნქტის თანახმად, მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლესი საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტი. მთავრობის თავმჯდომარე მომდევნო საბიუჯეტო წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 2 თვისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.
მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი მთავრობის წევრის თანხმობის გარეშე დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
მე-4 პუნქტის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
მე-5 პუნქტში მოცემულია, რომ, თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით, წინა წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიხედვით.
სიახლეს წარმოადგენს მე-6 პუნქტიც, რომლის თანამხად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
მე-7 და მე-8 პუნქტებში მოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონის შედგენასთან, განხილვასა და ხელმოწერასთან დაკავშირებული რეგულაციები.
მუხლი 32🔗
პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით.
მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მე-3 პუნქტში მოცემულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გადაცემის შესაძლებლობას.
თავი მეხუთე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება და გადასინჯვა
მეხუთე თავში სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ სრულადაა გაწერილი როგორც კონსტიტუციის მიღების, ასევე მისი გადასინჯვის კონკრეტული პროცედურები. ცვლილების თანახმად, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის ან/და კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ.
მუხლი 2🔗
ვინაიდან უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიები იცვლება კომიტეტებით, მე-2 მუხლში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებისთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს კომისია, ხოლო კომისიის თავმჯდომარე – კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 3🔗
აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი ძალაში შევა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.
ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს;
ბ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს;
ბ.ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება;
გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში;
კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ;
გ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორი
კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, მერაბ კარანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, დავით ბაციკაძე, ირაკლი ჭეიშვილი, ილია ვერძაძე, ხვიჩა შარაშიძე;
ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი
კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 14 წევრი:
დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, მერაბ კარანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ვახტანგ წულაძე, ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, გიორგი რომანაძე, დავით თედორაძე, დავით ბაციკაძე, ირაკლი ჭეიშვილი, ილია ვერძაძე, ხვიჩა შარაშიძე.