,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 16.01.2018
ძალაში შესვლა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10-13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016466
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2018
matsne.gov.ge 1,462 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2018 მიღება
22.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.03.2018 ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.03.2022 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-13 2018 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-17 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ჯანმრთელობისა და სოციალური დარგის მართვის მიზნით შექმნილი,  თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათი განხორციელების კონტროლს. 2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას. 5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.  8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7 მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფეროები და ფუნქციები  1. სამსახურის საქმიანობა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებს.  2. სამსახურის ამოცანებსა და ფუნქციებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში წარმოადგენს: ა) თბილისში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია) და მათი განხორციელების კონტროლი; ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თბილისში განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თბილისში განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ახალი, პროგრესული მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) თბილისის დაქვემდებარებაში არსებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირება; ზ) სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ი) სამედიცინო დაწესებულებებთან მუნიციპალური პროგრამების შესაბამისად სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება; კ) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და შეღავათების გაწევა დამტკიცებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ლ) უსახლკაროთათვის თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; მ) დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ნ) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი    1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.  2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს  და ხელმძღვანელობს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;  ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;  თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; მ)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები   1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. 3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის მოადგილეები: ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) აკონტროლებენ  სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ე) ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები  1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:  ა) ჯანდაცვის პროგრამების განყოფილება;  ბ) სოციალური პროგრამების განყოფილება; გ) პროგრამების მონიტორინგის განყოფილება; დ) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება. 2. ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა) თბილისის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;  გ) თბილისის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების პროცესის მართვა;  დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თბილისში განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის პროექტების კოორდინაცია; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე, წინადადებებისა და პასუხების მომზადება; ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადება; თ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 3. სოციალური პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა) თბილისის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ბ) სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების პროცესის მართვა;   გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თბილისში სოციალური დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვა; დ) თბილისის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულებებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება; ე) სოციალური დახმარების გასაწევად მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ვ) სოციალური საქალაქო პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;  ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სოციალური პროექტების კოორდინაცია; თ) მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაწევის ორგანიზება; ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე, წინადადებებისა და პასუხების მომზადება;  კ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშის მომზადება; ლ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 4. პროგრამების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მისი ანალიზი; ბ) სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში შემსრულებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი; დ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 5. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:  ა) სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების სტატისტიკური ანალიზის წარმოება; ბ) განხორციელებული პროგრამების სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება; დ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი    1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;  გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას; ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;  კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა  მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.  2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.  მუხლი 8🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება   1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.  მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები   1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.