„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №24/ნ |
|
2018 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ქუთაისი, ფალიაშვილის ქუჩა №33/ბასკეთის ქუჩა №2/ლერმონტოვის ქუჩა №1.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“.
|