შპს ”არდურ ჯეომეტის” გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15750-17
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2018 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე –თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – შპს „არდურჯეომეტ”(ს/ნ 204380053)
დირექტორი – ლევან ნემსაძე
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „არდურ ჯეომეტის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი ,
გამოარკვია :
2017 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „არდურ ჯეომეტის” წარმომადგენელმა ლევან ნემსაძემ და მოითხოვა შპს „არდურ ჯეომეტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან, შპს „არდურ ჯეომეტის” არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება, რომლითაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან , კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „არდურ ჯეომეტის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 17 ივლისს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 31 ივლისს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა, კანონით დადგენილ ვადაში და ითხოვა შპს „არდურ ჯეომეტის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2017 წლის3 აგვისტოს განჩინებით შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 ლარის შეტანა და აღნიშნული მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2017 წლის3 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი გაუგრძელდა5 სამუშაო დღით.
აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2017 წლის 15 აგვისტოს. 2017 წლის 21 აგვისტოს სასამართლოს შუამდგომლობით კვლავ მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად დამატებით ითხოვა 14 დღის ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დამატებით განესაზღვრა5 სამუშაო დღე.
განსახილველი საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე სასამართლომ 2017 წლის 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა (წარმოდგენილი 2017 წლის 29 სექტემბერს) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 3 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით განმცხადებელს მიეცა დამატებით 5 დღის ვადა.
2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2017 წლის 10 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „არდურ ჯეომეტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებაზე. აღნიშნულ განჩინებაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა კერძო საჩივარი.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „არდურ ჯეომეტის” მხრიდან ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შეგნებულად ზიანის მიყენების ფაქტს და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდებას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით 5 დღით გაგრძელებული საპროცესო ვადა არ იყო საკმარისი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინების თანახმად, სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
2017 წლის 10 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „არდურ ჯეომეტი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „არდურ ჯეომეტის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ აადგინა :
1. შპს „არდურ ჯეომეტ” (საიდენტიფიკაციო ნომერი 204380053) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „არდურ ჯეომეტის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” .
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავითაღმაშენებლისხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინებისგამოქვეყნებიდან 5 დღისვადაში.
მოსამართლეთამარ ბურჯანაძე