„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №17

2018 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112; 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:

„მუხლი 491. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის ელექტრონულად გაწეული მომსახურება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას ასევე განეკუთვნება ელექტრონული გზით გაწეული მომსახურება, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) მომსახურების გაწევა ხდება ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით;

ბ) მომსახურების გაწევა ძირითადად ავტომატურად ხდება და ადამიანის მინიმალურ ჩარევას გულისხმობს;

გ) მომსახურების გაწევა შეუძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიის გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.01.2018.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017058.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 17.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017058 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4005980/