საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 09.12.2015
ძალაში შესვლა 14.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №2015-12-09
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016515
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2018
matsne.gov.ge 3,186 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2015 მიღება
14.12.2017 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 26.08.2011 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 25.08.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 23.04.2015 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 05.06.2025 „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 10.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ შეთანხმება წინამდებარე შეთანხმების მხარეები, შეშფოთებულნი არიან რა მთელი მსოფლიოს წინაშე არსებული იმ საფრთხით, რომელიც გამომდინარეობს ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის (შემდგომში – მასობრივი განადგურების იარაღი, ან “WMD”) გავრცელებიდან და ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების, როგორც იარაღის გამოყენებიდან; კვლავ ადასტურებენ რა მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტიზის და მათი გადატანის სისტემების გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას: ეხმიანებიან რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1540-ე რეზოლუციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყველა სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება თავი შეიკავოს ნებისმიერი ფორმით დახმარებისგან არასახელმწიფო სუბიექტებისთვის, რომლებიც ცდილობენ განავითარონ, შეიძინონ, აწარმოონ, ფლობდნენ, გადაზიდონ, გადაიტანონ ან გამოიყენონ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან მისი გადატანის სისტემები; აღიარებენ რა, რომ სახელმწიფოთა მხრიდან ერთობლივი, მრავალმხრივი ძალისხმევა წარმოადგენს ამგვარი გავრცელების თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებას და აღიარებენ რა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების, როგორც გავრცელების თანამედროვე გამოწვევების მთავარი ელემენტების, მნიშვნელოვან როლს; მხედველობაში იღებენ რა 1992 წლის 27 ნოემბერს ქ. მოსკოვში ხელმოწერილი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (შემდგომში „ISTC“ ან „ცენტრი“) შექმნის შესახებ შეთანხმების დებულებებს (შემდგომში „1992 წლის შეთანხმება“) და 1993 წლის 27 დეკემბერს ქ. მოსკოვში ხელმოწერილ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფუძნების შესახებ შეთანხმების დროებითი გამოყენების ოქმს (შემდგომში „დროებითი გამოყენების  ოქმი“); ადასტურებენ რა ISTC-ის არსებობის საჭიროებას, მოახდინოს არსებული სტიმულების მინიმიზაცია იმ საქმიანობაში ჩართვისთვის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული მასალების გავრცელება, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტიზის მქონე სახელმწიფოებში მოქმედი მეცნიერებისა და ინჟინრების მშვიდობიანი მიზნებისათვის კვლევითი და განვითარების საქმიანობების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გზით, ასევე აღიარებენ რა ISTC-ის მიერ წარსულში განხორციელებულ კონტრიბუციას მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისა და სახელმწიფოებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისების კუთხით; აცნობიერებენ რა, რომ ცენტრის წარმატება მოითხოვს მთავრობების, ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის საზოგადოების (შემდგომში EURATOM), არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვა მთავრობათაშორისი და კერძო სექტორის ორგანიზაციების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერას; სურთ რა, რომ ცენტრმა განაგრძოს მუშაობა იმ ბოლოდროინდელი ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც  განხორციელდა ISTC წევრობაში; სურთ რა მომავალში მოახდინონ ცენტრის ადაპტირება იმ გარემოებებთან, რომლებიც შეიცვალა ცენტრის ჩამოყალიბების შემდგომ იმგვარად, რომ ISTC-ის ღონისძიებებმა შექმნან სტიმული და დაეხმარონ მონაწილე მეცნირებსა და ინჟინრებს, მათ შორის მათ, ვისაც გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის სისტემების შექმნასთვის გამოყენებადი ცოდნა და უნარები (ორმაგი გამოყენების ცოდნისა და უნარების ჩათვლით), განავითარონ საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობა, გააძლიერონ გლობალური უსაფრთხოება და ინოვაციების გზით ხელი შეუწყონ  ეკონომიკურ ზრდას; იღებენ გადაწყვეტილებას რა, რომ იმისათვის, რათა წარმატებით დასრულდეს ცენტრის მიზნების უფრო ეფექტურად განხორციელება სამეცნიერო თანამშრომლობის გზით, გააგრძელონ ცენტრის ფუნქციონირება წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით, 1992 წლის შეთანხმებისა და მისი ცვლილებების საფუძველზე, და ჩაანაცვლონ დრობით გამოყენების ოქმი; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 (A) საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (შემდგომში „ISTC” ან „ცენტრი”) – დაარსებული 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ფუნქციონირება გაგრძელდება წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად. თითოეული მხარე, საკუთარ ტერიტორიაზე, ხელს შეუწყობს ცენტრის საქმიანობას. საკუთარი მიზნების მისაღწევად, მხარეთა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, ცენტრს გააჩნია სამართალუნარიანობა, დადოს ხელშეკრულება, შეისყიდოს ან განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება, ასევე, აღძრას საქმე ან გამოვიდეს, როგორც მოპასუხე სამართალწარმოების პროცესში.    (B) წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით:  (i) „მხარეები“ ნიშნავს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მასზე ხელმომწერებს, რომელთაც წარმოადგენს შეტყობინება მე-17 (C) მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე, ნებისმიერ და ყველა სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდება ამ შეთანხმებას მე-13 (B) მუხლის მოთხოვნატა შესაბამისად;  (ii) „ცენტრის პერსონალი“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც არიან ცენტრის საშტატო თანამშრომლები, ან მუშაობენ ცენტრში ხელშეკრულებით, ან დანიშნული არიან ცენტრში, მათ შორის, დროებითი მოვალეობების შესასრულებლად, ცენტრსა და ერთ ან მეტ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე; (iii) „ოჯახის წევრები“ გულისხმობს მეუღლეებს; მშობლების კმაყოფაზე მყოფ 21 წლამდე ასაკის  დაუქორწინებელ ბავშვებს; მშობლების კმაყოფაზე მყოფ 23 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ  ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული დატვირთვით; და ფიზიკურად ან გონივრულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაუქორწინებელ ბავშვებს; (iv) „ცენტრის საქმიანობა“ ნიშნავს ცენტრის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და სხვა სამუშაოს, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად; (v) „ცენტრის პროექტი“ ნიშნავს დადგენილი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობას, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს გრანტებს ან/და აღჭურვილობას, და ექვემდებარება დამტკიცებას მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად; (vi) „კონსენსუსი“ ნიშნავს მმართველთა საბჭოში ყველა მხარეს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლებიც მონაწილეობენ შეხვედრაში და კენჭს უყრიან ამ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, კვორუმის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებით სხვაგვარად არ არის დადგენილი. ISTC-ის წესდება, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-4 მუხლით, განსაზღვრავს კვორუმს და მხარეთა მიერ შეხვედრებში მონაწილეობის დასაშვებობის ფორმებს;   (vii) „მასპინძელი სახელმწიფო“ ნიშნავს მხარეს, რომელიც დანიშნულია მასპინძელ სახელმწიფოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-9(A) მუხლის შესაბამისად;   (viii) „ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიები, მასალები და ექსპერტიზა“ ნიშნავს ტექნოლოგიებს, მასალებსა და ექსპერტიზას, რომლებიც გამოიყენება როგორც კომერციული, ისე გავრცელების თვალსაზრისით, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი გადატანის სისტემების განვითარებასთან, წარმოებასთან, გამოყენებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებული გამოყენება; (ix) „ორმაგი გამოყენების ცოდნა და უნარები“ ნიშნავს ცოდნასა და უნარებს, რომელებიც კავშირშია ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების, მასალებისა და გამოცდილების გამოყენებასთან, მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი გადატანის სისტემების განვითარების, წარმოების, გამოყენების ან გაუმჯობესების მიზნით; (x) „დაკავშირებული მასალები“ ნიშნავს მასალებს, აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი მრავალმხრივი ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, ან განმტკიცებულია ეროვნული კონტროლის სიებში, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი გადატანის სისტემების დაგეგმარების, განვითარების, წარმოების ან გამოყენების მიზნით. მუხლი 2🔗 (A) ცენტრი ავითარებს, ამტკიცებს, აფინანსებს და მონიტორინგს უწევს საქმიანობას მშვიდობიანი მიზნებისათვის, რომელიც ხორციელება მხარეთა ტერიტორიაზე განთავსებულ ინსტიტუტებსა და შენობა-ნაგებობებში. პროექტები შესაძლოა, განხორციელდეს იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ შეთანხმების მხარეებს, მაგრამ გააჩნიათ, მასობრივი განადგურების იარაღთან მიმართებაში, გამოყენებადი ტექნოლოგიები, გამოცდილება, და შესაბამისი მასალები,  იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქვეყნები ითხოვენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას მმართველთა საბჭოსათვის წერილობითი მიმართვის გზით და მმართველთა საბჭო ერთხმად უჭერს მხარს ამ პროექტების განხორციელებას. მიუხედავად ზემოთქმულისა, პირებს, რომლებიც წარმოადგენენ იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ შეთანხმების მხარეები, შეიძლება მიეცეთ ISTC-ის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მხარეებს. (B) ცენტრის მიზნებია: (i) ხელი შეუწყოს საერთაშორისო მექანიზმების გაუმჯობესებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის სისტემების გავრცელება, ისევე როგორც  ისეთი ტექნოლოგიების, მასალებისა და ცოდნის გავრცელება, რომლებიც წარმოადგენენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის სისტემების განვითარებასთან, წარმოებასთან, გამოყენებასთან ან მოდერნიზაციასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკვანძო ელემენტებს (ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების, მასალებისა და ცოდნის ჩათვლით); (ii) მისცეს სწავლისა და ალტერნატიული სამუშაოს შესაძლებლობა, იმ მეცნიერებსა და ინჟინრებს, რომლებსაც გააჩნიათ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებასთან და მათი გადატანის სისტემებთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები, ორმაგი გამოყენების ცოდნისა და უნარების ჩათვლით, სადაც მათი ცოდნა და უნარები მშვიდობიან საქმიანობაში იქნება გამოყენებული; (iii) ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას ისეთ მასალებთან, აღჭურვილობასა და ტექნოლოგიასთან მოპყრობისა და გამოყენებისათვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის სისტემების დამზადების, განვითარებისა და წარმოებისათვის; და (iv) თავისი ღონისძიებების მეშვეობით, წვლილი შეიტანოს: საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარებაში, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში, და ინოვაციების გზით ეკონომიკური ზრდის წახალისებაში; საბაზისო და გამოყენებითი კვლევისა და ტექნოლოგიის განვითარებასა და კომერციალიზაციაში, მათ შორის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, და ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში; საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტიზის მქონე მეცნიერთა შემდგომი ინტეგრაციის წახალისებაში.   მუხლი 3🔗 თავისი მიზნების მისაღწევად, ცენტრი უფლებამოსილია: (i) ფულადი სახსრების გამოყენებითა თუ სხვა გზებით, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად შემუშავებულ საქმიანობებს;  (ii) განახორციელოს ცენტრის პროექტების მონიტორინგი და აუდიტი წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად; (iii) ჩამოაყალიბოს თანამშრომლობის სათანადო ფორმები მთავრობებთან, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის საზოგადოებასთან (”EURATOM”), მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, ფონდებთან, აკადემიურ და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, დაკავშირებულ პროგრამებთან და მიიღოს მათგან თანხები ან შემოწირულობები; (iv) ჩამოაყალიბოს ფილიალები ან საინფორმაციო ოფისები, საჭიროებისამებრ, დაინტერესებულ ქვეყნებში, რომლებიც წარმოადგენენ მხარეებს, ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს ამ შეთანხმების მხარეს, თუ მმართველთა საბჭო ერთხმად დაამტკიცებს ამგვარი ოფისის ჩამოყალიბებას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც არ წარმოადგენს ამ შეთანხმების მხარეს; და (v) ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩაერთოს სხვა საქმიანობებში, თუ ეს კონსენსუსის გზით შეთანხმდება მმართველთა საბჭოში.    მუხლი 4🔗 (A) ცენტრის შემადგენლობაში შედის მმართველთა საბჭო და სამდივნო, რომელიც შედგება აღმასრულებელი დირექტორის (რომელიც მოქმედებს როგორც მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი), აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის(ების) და ცენტრის სხვა პერსონალისაგან, ცენტრის წესდების შესაბამისად.   (B) მმართველთა საბჭო პასუხისმგებელია: (i) განსაზღვროს ცენტრის პოლიტიკა და მისი მუშაობის წესები; (ii) უზრუნველყოს სამდივნოს ზოგადი ხელმძღვანელობა და მისთვის მიმართულების მიცემა; (iii) დაამტკიცოს ცენტრის მოქმედი ბიუჯეტი; (iv) უხელმძღვანელოს ცენტრის ფინანსურ და სხვა საქმეებს, ცენტრის ბიუჯეტის მოსამზადებლად პროცედურების დამტკიცების, ანგარიშებისა და აუდიტის შედგენის ჩათვლით; (v) ჩამოაყალიბოს საქმიანობების დამტკიცებისათვის ზოგადი კრიტერიუმები და პრიორიტეტები; (vi) დაამტკიცოს პროექტები მე-6 მუხლის შესაბამისად; (vii) მიიღოს წესდება და სხვა საიმპლემენტაციო შეთანხმებები, საჭიროების შემთხვევაში; და (viii) განახორციელოს ამ შეთანხმების შესაბამისად დაკისრებული ან წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი სხვა ფუნქციები. (C) მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით.    (D) მმართველთა საბჭოში თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმა და საბჭოში არაუმეტეს ორი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება.    (E) მხარეებს შეუძლიათ შექმნან სამეცნიერო მრჩეველთა კომიტეტი, რომელიც შედგება მხარეთა მიერ წარდგენილი წარმომადგენლებისგან. კომიტეტის მიზანია საბჭოს მისცეს სამეცნიერო და სხვა საჭირო პროფესიული რჩევები; გაუწიოს კონსულტაცია მშვიდობიანი მიზნებისათვის წასახალისებელი კვლევების სფეროებთან დაკავშირებით; ასევე, საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს მისთვის სხვა საჭირო რჩევების მიცემა. (F) წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის მმართველთა საბჭო მიიღებს წესდებას. წესდება დაადგენს: (i) სამდივნოს სტრუქტურას, აღმასრულებელი დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორების მოადგილეებისა და სხვა წამყვანი თანამშრომლებისთვის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების ჩათვლით; (ii) პროექტების შერჩევის, განვითარების, დამტკიცების, დაფინანსების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესს; (iii) ცენტრის ბიუჯეტის მომზადების, ანგარიშებისა და აუდიტის შედგენის პროცედურებს; (iv) ცენტრის პროექტებიდან და პროექტების შედეგების გავრცელებიდან გამომდინარე ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით შესაბამის გაიდლაინებს; (v) ცენტრის საქმიანობაში  ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის საზოგადოების (”EURATOM”), მთავრობების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისა, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის მარეგულირებელ პროცედურებს; (vi) თანამშრომლებთან დაკავშირებულ პოლიტიკას; და (vii) წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო სხვა ზომებს.   მუხლი 5🔗 მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები ან სახელმწიფოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ შეთანხმების მხარეებს, შესაძლებელია მმართველთა საბჭოს მიერ მიწვეულ იქნენ საბჭოს განხილვებში დამკვირვებლის სტატუსით, ხმის უფლების გარეშე. მუხლი 6🔗 თითოეულ შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც წარდგენილია დასამტკიცებლად მმართველთა საბჭოს მიერ, თან უნდა ახლდეს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წერილობითი თანხმობა, სადაც მოხდება სამუშაოების განხორციელება. ამ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინასწარ შეთანხმებაზე დამატებით, პროექტის დამტკიცება მოითხოვს მმართველთა საბჭოში მხარეთა კონსენსუსს. მუხლი 7🔗 (A) მმართველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტები შეიძლება დაფინანსდეს ან მხარდაჭერილ იქნეს ცენტრის, ან მხარეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვა მთავრობათაშორისი და კერძო სექტორის ორგანიზაციების მიერ. დამტკიცებული პროექტების ამგვარი დაფინანსება და მხარდაჭერა განხორციელდება დამფინანსებლისა და მხარდამჭერის მიერ განსაზღვრული პირობებით, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე შეთანხმებას. (B) მმართველთა საბჭოში მხარეთა წარმომადგენლები და ცენტრის სამდივნოს პერსონალი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს პროექტის დაფინანსება და ვერ მიიღებს პირდაპირ სარგებელს ნებისმიერი საპროექტო თანხებიდან.       მუხლი 8🔗 (A) იმ სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება საქმიანობა, ცენტრს უფლება აქვს: (i) ადგილზე შეისწავლოს ცენტრის საქმიანობები, მასალები, მარაგი, ფულადი სახსრების გამოყენება და პროექტთან დაკავშირებული მომსახურებები და ფულადი სახსრების გამოყენება, ცენტრის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან, ან დამატებით, როგორც ეს მოცემულია საპროექტო შეთანხმებაში; (ii) მისი მოთხოვნის შესაბამისად, შეამოწმოს და აღრიცხოს ნებისმიერი ჩანაწერი თუ სხვა დოკუმენტაცია ცენტრის პროექტებთან, საქმიანობებთან და ფულადი სახსრების გამოყენებასთან მიმართებით, სადაც არ უნდა იყოს განლაგებული ხსენებული ჩანაწერები და დოკუმენტაცია, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ცენტრი უზრუნველყოფს დაფინანსებას, ასევე ამ პერიოდის გასვლის შემდგომ, როგორც ეს მოცემულია საპროექტო შეთანხმებაში. მე-6 მუხლში მოცემული წერილობითი თანხმობა მოიცავს იმ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოების შეთანხმებას, სადაც უნდა მოხდეს პროექტის განხორციელება, ასევე მიმღებ დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის დაშვებას პროექტის აღრიცხვისა და მონიტორინგის ჩასატარებლად, როგორც ამას მოითხოვს წინამდებარე პუნქტი. (B) თიოეული მხარის მიერ სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ, ან მის ტერიტორიაზე განხორციელებულ პროექტებთან მიმართებაში, მხარეს გააჩნია ამ მუხლის (A) პუნქტში ჩამოთვლილი უფლებები, რომელთა კოორდინაცია ხდება ცენტრის მეშვეობით. (C) თუ დადგინდა, რომ პროექტის პიროებები არ არის დაცული, ცენტრს, დაფინანსების გამცემ მთავრობას ან ორგანიზაციას, მმართველთა საბჭოსათვის შესაბამისი მიზეზების მითითებით, შეუძლიათ შეაჩერონ პროექტის მოქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები საპროექტო შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად.  მუხლი 9🔗 (A) ცენტრის სათაო ოფისი განთავსდება ყაზახეთის რესპუბლიკაში და ყაზახეთის რესპუბლიკა წარმოადგენს მასპინძელ სახელმწიფოს, თუ და სანამ: (i) ყაზახეთის რესპუბლიკა წერილობითი შეტყობინების სახით არ  განაცხადებს სურვილს აღარ წარმოადგენდეს მასპინძელ სახელმწიფოს,  (ii) წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის (A) პუნქტში მითითებული სხვა მხარე, ან სახელმწიფო მიერთებული წინამდებარე შეთანხმებას მისი მე-13 მუხლის (B) პუნქტის შესაბამისად,  მიმართავს მმართველთა საბჭოს წერილობითი თხოვნით მასპინძელი სახელმწიფოს უფლებამონაცვლედ დანიშვნის შესახებ, რითაც აძლევს ცენტრს საკუთარ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების უფლებას, (iii) მმართველთა საბჭო კონსენსუსის გზით მიიღებს მხარის თხოვნას მისი მასპინძელი სახელმწიფოს უფლებამონაცვლედ დანიშვნის შესახებ და (iv) მასპინძელი სახელმწიფოს უფლებამონაცვლედ დანიშვნის შესახებ თხოვნის გამგზავნი მხარე მმართველთა საბჭოს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც დაადასტურებს თანხმობას მასპინძელი სახელმწიფოს უფლებამონაცვლედ დანიშვნის თაობაზე. (B) ცენტრისათვის მატერიალური მხარდაჭერის ფარგლებში, მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობა, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს ცენტრს შესაბამისი   ფართით და მასთან დაკავშირებული მომსახურებით, კომუნალური სერვისებით და უსაფრთხოების საშუალებებით. მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობამ და ISTC-მა შესაძლოა, დადონ შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მასპინძელი სახელმწიფოს მიერ ცენტრისათვის მატერიალური მხარდაჭერისა და აღნიშნული საშუალებით უზრუნველყოფის  პირობებს.  (C) მასპინძელ სახელმწიფოში ცენტრი სარგებლობს იურიდიული პირის სტატუსით და შესაბამისად უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება, შეისყიდოს ან განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება, აღძრას საქმე, ან გამოვიდეს როგორც მოპასუხე სამართალწარმოების პროცესში. მუხლი 10🔗 მასპინძელ სახელმწიფოში: (i)   (a) ISTC-ის მიერ მიღებული ფულადი სახსრები, და ამ ფულადი სახსრებიდან მიღებული ნებისმიერი პროცენტი, არ ექვემდებარება დაბეგვრას მასპინძელ სახელმწიფოში;   (b) ცენტრი ან მისი რომელიმე ფილიალი, არ ექვემდებარება დაბეგვრას იმ ქონებასთან მიმართებით, რომელიც იბეგრება მასპინძელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონების შესაბამისად; (c) საქონელი, მარაგი და სხვა სახის ქონება, რომელიც უზრუნველყოფილია და გამოყენებულია ცენტრთან და მის საქმიანობებთან დაკავშირებით, შესაძლებელია იქნეს იმპორტირებული, ექსპორტირებული ან გამოყენებული მასპინძელ სახელმწიფოში ყოველგვარი ტარიფის, გადასახადის, საბაჟო გადასახადების, იმპორტის გადასახადების, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ), და სხვა მსგავსი გადასახდელებისა და მოსაკრებლების გარეშე. საქონელი, მარაგი და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება, ISTC-ის მიერ შესაძლებელია გადაეცეს ან სხვაგვარად მიეწოდოს იურიდიულ პირებს (მათ შორის მასპინძელი სახელმწიფოს სამეცნიერო ორგანიზაციებს), ასევე საქონელი, მარაგი და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს და იმყოფებოდეს ISTC-ს და/ან  იმ იურიდიული პირების მფლობელობაში, რომელთაც გადაეცათ ან სხვაგვარად მიეწოდათ ტარიფების, გადასახადების, საბაჟო გადასახადების, იმპორტის გადასახადების, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ), და სხვა მსგავსი გადასახადების  და მოსაკრებლების გარეშე;    (d) ცენტრის პერსონალი, რომელიც არ არის მასპინძელი სახელმწიფოს მოქალაქე, თავისუფლდება ფიზიკური პირებისათვის დადგენილი საშემოსავლო გადასახადისგან მასპინძელ სახელმწიფოში; (e) იურიდიული პირების მიერ მიღებული ფულადი სახსრები, მასპინძელი სახელმწიფოს სამეცნიერო ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრის პროექტებთან, თავისუფლდებიან საგადასახადო ვალდებულებებისაგან მასპინძელ სახელმწიფოში; (f) ფიზიკური პირების შემოსავალი, მიღებული, კერძოდ, მეცნიერების და სპეციალისტების მიერ ცენტრის პროექტების ფარგლებში, არ უნდა აისახოს ამ პირთა საერთო შემოსავალში, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას; (ii)                               (a) ცენტრს, მხარეებს, მთავრობებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, შეზღუდვების გარეშე შეიტანონ  მასპინძელ სახელმწიფოში ან გაიტანონ იქიდან ცენტრთან და მის საქმიანობებთან დაკავშირებული ფულადი სახსრები, მასპინძელი სახელმწიფოს ვალუტის გარდა. თითოეულის მიერ გატანილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მასპინძელ სახელმწიფოში შემოტანილი თანხის ოდენობას. (b) ცენტრისა და მისი ღონისძიებების დასაფინანსებლად, ცენტრი უფლებამოსილია, როგორც თვითონ, ასევე (ii) (a) ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ობიექტების სახელით, გაყიდოს უცხოური ვალუტა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა სავალუტო ბაზარზე. (iii) პერსონალი, რომელიც არ არის მასპინძელი სახელმწიფოს ორგანიზაციის თანამშრომელი, მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი და მონაწილეობს ცენტრის ნებისმიერი სახის საქმიანობაში, თავისუფლდება ნებისმიერი სახის საბაჟო გადასახადისგან და მოსაკრებლისგან პირადი და საოჯახო საქონლის მასპინძელ სახელმწიფოში იმპორტის, ექსპორტის, ამ პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ან პირადი გამოყენების დროს. მუხლი 11🔗 (A) ISTC და მისი აქტივები და ქონება სარგებლობს იმუნიტეტით იურისდიქციისა და აღსრულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  ISTC-მა ნათლად თქვა უარი იმუნიტეტზე კონკრეტულ სიტუაციასთნ მიმართებით. (B) ცენტრს პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭება მხოლოდ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მიზნებთან დაკავშირებით. (C) ამ მუხლის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს კონპენსაციებსა და ზარალის ანაზღაურებას, რომელთა შესაძლებლობაც არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ნებისმიერი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით. (D) ამ მუხლის (A) პუნქტში არაფერი უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ ხელი შეეშალოს სამართალწარმოების წამოწყებას ან სარჩელების წარდგენას მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეების ან მასპინძელი ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ.   მუხლი 12🔗 (A) ცენტრის პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან მასპინძელ სახელმწიფოში, მასპინძელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ უნდა მიენიჭოთ შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები: (i)  იმუნიტეტი დაპატიმრების, დაკავების, სასამართლო პროცესის, მათ შორის სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან, ოფიციალური უფლებამოსილების განხორციელების დროს მათ მიერ გამოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან, ასევე, მათ მიერ განხორციელებულ ყველა სახის ქმედებასთან მიმართებაში; (ii) ნებისმიერი საშემოსავლო, სოციალური დაზღვევის ან სხვა სახის გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისაგან ან სხვა სახის გადასახდელებისგან გათავისუფლება, გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც საქონლის ფასშია ინკორპორირებული ან გადახდილია გაწეული მომსახურებისათვის;   (iii) იმუნიტეტი სოციალური დაზღვევის უზრუნველყოფისგან;   (iv) იმუნიტეტი საიმიგრაციო შეზღუდვებისა და უცხოელთა რეგისტრაციისაგან; და (v)     თანამდებობის პირველად დაკავების დროს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტირების უფლება მასპინძელი ქვეყნის ტარიფების, გადასახადების, საბაჟო მოსაკრებლების, იმპორტის გადასახადების და სხვა მსგავსი გადასახდელებისა და მოსაკრებლების გარეშე; ასევე, თანამდებობის ვადის შეწყვეტის დროს, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ექსპორტირების უფლება მასპინძელი ქვეყნის ტარიფების, გადასახადების, საბაჟო მოსაკრებლების, იმპორტის გადასახადების, ექსპორტის გადასახადებისა და სხვა მსგავსი გადასახდელებისა და მოსაკრებლების გარეშე. წინამდებარე მუხლის (i) ქვეპარაგრაფის დებულებები არ ეხება ისეთ სამოქალაქო სარჩელს, რომელიც: (a) წარმოიშვება პერსონალსა და ცენტრს შორის დადებული ხელშეკრულების ჩარჩოს გარეთ, სადაც პერსონალი არ ყოფილა დაქირავებული, ცხადად ან ნაგულისხმევად, როგორც ცენტრის წარმომადგენელი ნდობით აღჭურვილი პირი; ან (b) შემოაქვს მესამე მხარეს, მასპინძელ ქვეყნაში მომხდარ ავტოავარიით გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით. (B)    მმართველთა საბჭოს წევრების წარმომადგენლებს, აღმასრულებელ დირექტორს და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს, ამ მუხლის (A) პუნქტში ჩამოთვლილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე დამატებით, მასპინძელი ქვეყნის მთავრობა მიანიჭებს დამატებით პრივილეგიებს, იმუნიტეტებს, დაბეგვრისაგან გათავისუფლების უფლებასა და შესაძლებლობებს, რომლებიც მასპინძელი ქვეყნის მიერ ჩვეულებრივ ენიჭებათ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელების წარმომადგენლებს. (C)    არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა მოითხოვდეს მასპინძელი ქვეყნის მთავრობისაგან, რომ მან უზრუნველყოს ამ მუხლის (A), (B) პუნქტებით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით საკუთარი მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები. (D)    ამ შეთანხმებაში არაფერი უნდა იქნეს განმარტებული ისე, რომ დააკნინოს პრივილეგიები, იმუნიტეტები და სხვა უპირატესობები, რომლებიც მინიჭებული აქვთ ამ მუხლის (A) და (B) პუნქტებით განსაზღვრულ პირებს სხვა შეთანხმებების საფუძველზე.  მუხლი 13🔗 (A) საქართველო, ყირგიზეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა,  ყაზახეთის რესპუბლიკა და ტაჯიკეთის რესპუბლიკა შეასრულებენ მასპინძელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების მე-9(C), მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით აღებულ ვალდებულებებს. (B) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს შეუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას მისი ძალაში შესვლის შემდგომ, აღმასრულებელი დირექტორის მეშვეობით აღნიშნულის თაობაზე შეატყობინებს მმართველთა საბჭოს. მმართველთა საბჭო ამ სახელმწიფოს გადასცემს  წინამდებარე შეთანხმების დამოწმებულ ასლს აღმასრულებელი დირექტორის მეშვეობით. მმართველთა საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ, ამ სახელმწიფოს მიეცემა უფლება, შეუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას. ეს შეთანხმება ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შევა მის მიერ შეერთების აქტის შენახვაზე პასუხისმგებლისთვის გადაცემიდან ოცდამეათე (30-ე) დღეს. მასობრივი განადგურების იარაღის ტექნოლოგიების, ექსპერტიზისა და დაკავშირებული მასალების მქონე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც შეუერთდება წინამდებარე შეთანხმებას იმ მიზნით, რომ მისცეს ცენტრს უფლება, აწარმოოს საქმიანობები მის ტერიტორიაზე და რაც უნდა ჩაიწეროს შეერთების სიგელში, წინამდებარე შეთანხმებაზე შეერთებით, შეასრულებს მასპინძელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების მე-9(C), მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით აღებულ ვალდებულებებს.    მუხლი 14🔗 (A) წინამდებარე შეთანხმება მხარეთა მიერ განიხილება მისი ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. აღნიშნულის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა ფინანსური ვალდებულებები და გადახდები. (B) წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული არ ეხება მხარეს, რომელიც გამოვიდა წინამდებარე შეთანხმებიდან ან, რომელმაც გააგზავნა შეტყობინება ამ მუხლის (C) პუნქტის შესაბამისად, მისი შეთანხმებიდან გასვლის სურვილის შესახებ. თუ მხარე, რომელიც წარადგენს შეთანხმებიდან გამოსვლის შეტყობინებას, გააუქმებს შეთანხმებიდან გამოსვლის პროცედურას მის ძალაში შესვლამდე, იგი ვალდებული იქნება შეასრულოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც მხარემ გააგზავნა შეტყობინება შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე. (C) ნებისმიერ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე შეთანხმებიდან დოკუმენტების შენახვაზე პასუხისმგებლისთვის არანაკლებ ექვსი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.  მუხლი 15🔗 (A) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თუ დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების გზით. (B) თუ საკითხი არ გადაწყდა კონსულტაციების გზით, დაინტერესებული მხარეები ერთობლივად შეთანხმდებიან, მიმართონ დავის მოგვარების სხვა ფორმას, როგორიცაა მორიგება, შუამავლობა ან არბიტრაჟი. მუხლი 16🔗 ამ შეთანხმებაში არაფერი არ ისახავს მიზნად, ხელი შეუშალოს ISTC-ს, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ფუნცქიონირების გაგრძელებას, რომელიც დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, მათ შორის, ISTC-ის არსებული ფილიალების ფუნქციონირებას, ან ზეგავლენა მოახდინოს ნებისმიერი არსებული კონტრაქტის, გრანტების ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტებისა თუ შეთანხმებების ნამდვილობაზე, თუ ამ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.    მუხლი 17🔗 (A) წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ევროპის კავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობის („ევრატომი”), რომელიც მოქმედებს, როგორც ერთი მხარე, საქართველოს, იაპონიის, ნორვეგიის სამეფოს, ყირგიზეთის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. (B) წინამდებარე შეთანხმება მოითხოვს რატიფიცირებას, აღიარებას და დამტკიცებას. რატიფიცირების, აღიარების და დამტკიცების აქტები იმყოფება შენახვაზე პასუხისმგებელთან. (C) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ამ მუხლის (A) პუნქტში ჩამოთვლილი სახელმწიფოებისგან, და ერთი მხარის სახით მოქმედი ევროკავშირისა და EURATOM-ისაგან,   რატიფიცირების, აღიარების და დამტკიცების უკანასკნელი აქტის შენახვაზე პასუხისმგებლის მიერ მიღების თარიღიდან. (D) ძალაში შესვლის შემდგომ, ეს შეთანხმება ჩაანაცვლებს დროებითი გამოყენების ოქმს. ამ დროისთვის მხარეებმა უნდა შეაჩერონ დროებით მიღებული 1992 წლის შეთანხმება. მუხლი 18🔗 ცენტრის სამდივნო იქნება წინამდებარე შეთანხმების შენახვაზე პასუხისმგებელი. შენახვაზე პასუხისმგებლისთვის განკუთვნილი ყველა შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მისამართზე. შენახვაზე პასუხისმგებელი თავის მოვალეობებს შეასრულებს „სახელშეკრულებლო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციის 77-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის დასტურად, სათანადოდ უფლებამოსილი ქვემორე ხელმომწერები, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ასტანაში, 2015 წლის 9 დეკემბერს, სომხურ, ინგლისურ, ფრანგულ, ქართულ, გერმანულ, იაპონურ, ყაზახურ, კორეულ, ყირგიზულ, ნორვეგიულ, რუსულ და ტაჯიკურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეუსაბამისობის შემთხვევაში, ორ ან მეტენოვან ვერსიებს შორის, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. ევროკავშირისთვის საქართველოსთვის იაპონიისთვის ნორვეგიის სამეფოსთვის ყირგიზეთის რესპუბლიკისთვის სომხეთის რესპუბლიკისთვის ყაზახეთის რესპუბლიკისთვის კორეის რესპუბლიკისთვის ტაჯიკეთის რესპუბლიკისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის