აქციონერთა კრების განმეორებით იმავე დღის წესრიგით მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „საქსოფმშენდეტალის“ აქციონერთა კრების განმეორებით, იმავე დღის წესრიგით მოწვევის შესახებ

 

სს „საქსოფმშენდეტალის“ დირექტორის მოწვევით 2018 წლის 12 თებერვალს, დღის 14 საათზე, ქ.გორში (შინდისის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი) ჩატარდება (ხელმეორედ მოიწვევა) სს „საქსოფმშენდეტალის“ (ს/კ: 204868526) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „საქსოფმშენდეტალის“ წესდების ცვლილებებისა და ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვა.

2. სს „საქსოფმშენდეტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.

3. საზოგადოების ქონების გასხვისებასთან, გაქირავებასთან ან/და დატვირთვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რომლის ღირებულებაც შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს.

რეკომენდაცია: ამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საერთო კრების მოწვევის ძირითადი სამართლებრივი მიზანია წესდებაში ცვლილებების განხილვა (ახალი წესდების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რედაქციით ფუნქციონირების გზით უფლებამოსილებათა გადაცემა სამეთვალყურეო საბჭოზე), საზოგადოების მართვის და ფუნქციონირების შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, რადგან წლების განმავლობაში საზოგადოების ფინანსურ/ეკონომიკური მდგომარეობა (სხვადასხვა ვალდებულებითი სიძნელეების გამო) მხოლოდ დირექტორის პასუხისმგებლობაზეა მინდობილი.

შეგახსენებთ, რომ აქციონერთა კრებაზე მონაწილეობისათვის აქციონერებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონმდებლობის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2018 წლის 17 იანვარი. კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება საზოგადოების ადმინისტრაციისათვის მიმართვის გზით ქ. გორი შინდისის გზატ მე-3 კილომეტრი, საკონტაქტო პირი გრიგოლ კაპანაძე, ტელ: 599 51 70 62 ან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“; მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა., ტელ: 2225351.

 

სს „საქსოფმშენდეტალის“

დირექტორი                                                      გრიგოლ კაპანაძე