ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2018
ძალის დაკარგვა 14.01.2019
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია შაოშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2018 წლის 17 იანვარი
ქ. გურჯაანი
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.
1. ცენტრალური ზონა –
შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, აღმაშენებლის ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კოსტავას ქუჩა ფარნავაზის ქუჩის გადაკვეთიდან თაყაიშვილის ქუჩის №1-მდე, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის გადაკვეთამდე, 9 აპრილის ქუჩა.
2. შუალედური ზონა –
შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: ფურცელაძის ქუჩა, ბელიაშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, დუმბაძის, ტაბიძის, ნინოშვილის, კეცხოველის, ერეკლე II-ის, ბარათაშვილის, თბილისის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, გოძიაშვილის, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, გამსახურდიას, სააკაძის, კარდენახის, თუმანიშვილის, მაჩაბლის, ქეთევან წამებულის, პაიჭაძის, ასათიანის, გაბაშვილის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გაურჯის, შალიკაშვილის, კუკური ქოროღლიშვილის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩა ბესიკის ქუჩის დასაწყისიდან.
3. პერიფერიული ზონა –
მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:
CN = IMG X ITL X C X K, K სადაც:
1. CN –
არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG –
არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;
3. ITL L –
არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;
4. C –
არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;
5. K –
არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.
მუხლი 3🔗
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს IMG M= 0,45.
მუხლი 4🔗
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL შეადგენს:
1. ცენტრალური ზონისათვის –
1,3;
2. შუალედური ზონისათვის –
1,0;
3. პერიფერიული ზონისათვის –
0,7.
მუხლი 5🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C = 0,24.
მუხლი 6🔗
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K = 100
მუხლი 7🔗
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:
1. ცენტრალური ზონა –
14,04 ლარი
2. შუალედური ზონა –
10,80 ლარი
3. პერიფერიული ზონა –
7,56 ლარი.
მუხლი 8🔗
მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს.
მუხლი 9🔗
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 2,70 ლარს.
მუხლი 10🔗
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თანდართული ნუსხით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 5,40 ლარს.
მუხლი 11🔗
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი 2017 წლის 16 იანვრის №4 დადგენილება „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 17/01/2017, 200140030.35.166.016301)
.
მუხლი 12🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი