⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.08.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2018
ძალის დაკარგვა 17.08.2020
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,891 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2018 მიღება
17.08.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №9 2018 წლის 17 იანვარი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქათველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №10 დადგენილება (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06.03.2017, ს/კ 010250050.35.124.016230) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე დანართი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული  – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ საფუძველზე შექმნილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება. 3. ეს დებულება განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის  სტრუქტურას,  უფლებამოსილებას,  ანგარიშვალდებულებას  და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა   საკითხებს. 4.   სამსახურის  საშტატო  განრიგი        განისაზღვრება  მერიის  საშტატო  ნუსხით,   მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად. 5.  სამსახურს აქვს   ბლანკი სამსახურის  სახელწოდებით. 6.  სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ბაღდათი, ა. წერეთლის ქ. №9.  მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, ერთგულების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ასევე საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა პრინციპების დაცვით. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (შემდგომ, განყოფილებები) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – განყოფილებები): ა)  ინფრასტრუქტურის განყოფილება; ბ) არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – განყოფილების უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.  მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურის უფროსი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე: ა) წარმართავს  სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული   ამოცანებისა და ფუნქციების  შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს   სამსახურის მოსამსახურეებს; გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოსამსახურეთა  წახალისების,  დისციპლინური  პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების    შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს,  სამსახურის მოსამსახურეთა  თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს,  წინადადებებს, დასკვნებსა  და რეკომენდაციებს; ვ)  მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს  შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ)  ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების    უფროსი. 5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. განყოფილების  უფროსი 1.  განყოფილების  უფროსი  არის  პროფესიული საჯარო  მოხელე,  რომელსაც   კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მერი.  2.     განყოფილების უფროსი: ა)  წარმართავს  განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების     განხორციელებას; დ)  უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების    საქმისწარმოებას; ე)   სამსახურის     უფროსს  წარუდგენს   წინადადებებს  მოსამსახურეთა  დაწინაურების,  წახალისების   ან    მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების   შესახებ; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსთან შეთანხმებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის  უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 6🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2.  სამსახურის     თანამშრომლები     არიან     პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული წინსვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 3.  სამსახურის მოხელეს უფლება  აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით; ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 4. სამსახურის   მოხელე მოვალეა:   ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;   დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 7🔗. სამსახურის  ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით   უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  –    ადგილობრივი   მნიშვნელობის   გზების,   ხიდების,   გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის    გამგებლობაში    არსებული     კომუნიკაციების  შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა  და  პროექტების  მომზადებას,  მათი  განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და    მოვლა-პატრონობას; გ) წინადადებების მომზადებას  მუნიციპალური საზოგადოებრივი  ტრანსპორტის  შექმნის,  რეაბილიტაციისა  და  განვითარების თაობაზე; დ)  მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების   კეთილმოწყობის   დაგეგმვას,   შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების    კოორდინაციას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და დასახლების დაგეგმარების     უზრუნველყოფას; ვ) მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის  დაწყებიდან  დასრულებამდე,  კომპეტენციის ფარგლებში; ზ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის   პროექტის      შეთანხმების,   მშენებლობის   სანებართვო   მოწმობის   გაცემისა   და    მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის  მერთან წარსადგენად; თ)  საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან   დაკავშირებით; ი) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე  კონტროლის დაწესებას; კ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით, დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული  აქტის  პროექტის  მომზადებას.  უნებართვო  და  პროექტის  დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და მერისათვის წარდგენას; ლ) სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების  დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ობიექტის  სავალდებულო  ინსპექტირებაზე  წინადადების მომზადებას; მ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის  შედგენაში მონაწილეობის   მიღებას   და   კოორდინირებას, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის  მიღებას,  კომპეტენციის ფარგლებში; ო) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების  პროგრამის  პროექტის  მომზადებაში  მონაწილეობის  მიღებას, კომპეტენციის  ფარგლებში; პ) წინადადებების მომზადებას და განხილვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ  –  დეკორატიული,  მცირე  არქიტექტურული  ფორმები,  ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით,  კანონით  დადგენილი წესით; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი  აქტების მომზადებას; რ)  მუნიციპალიტეტის  ურბანული  განვითარების ხელშეწყობას; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიუჯეტის დაფინანსებით მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი    წესით; ტ) მუნიციპალიტეტის, მერის დავალებების შესრულებას; უ) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და   შესწავლას; ფ)   მოქმედი კანონმდებლობით    და    მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების   განხორციელებას. მუხლი 8🔗. ინფრასტრუქტურის განყოფილება 1. განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის-ადგილობრივი   მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე  განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული  კომუნიკაციების  შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა  და  პროექტების მომზადებას,  მათი  განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) წინადადებების მომზადებას  მუნიციპალური  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის   შექმნის, რეაბილიტაციისა და  განვითარების თაობაზე; დ)  მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების    კოორდინაციას; ე) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და   შესწავლას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების   განხორციელებას; ზ)  მუნიციპალიტეტის  ურბანული  განვითარების ხელშეწყობას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიუჯეტის დაფინანსებით მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ი)  მუნიციპალიტეტის,  მერის   დავალებების შესრულებას. მუხლი 9🔗. არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება     1. განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტში სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას მშენებლობის  დაწყებიდან  დასრულებამდე,  კომპეტენციის ფარგლებში; ბ) მიწის   ნაკვეთის   სამშენებლოდ   გამოყენების   პირობების   დადგენის, არქიტექტურული   და   სამშენებლო   დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და  მშენებლობის  ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  დოკუმენტაციის  განხილვას  და  შესაბამისი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  პროექტის   მომზადებას,  მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად; გ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან   დაკავშირებით; დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების  გეგმის  შედგენაში მონაწილეობის   მიღებას   და   კოორდინირებას, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის  მიღებას,  კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების  პროგრამის  პროექტის  მომზადებაში  მონაწილეობის  მიღებას, კომპეტენციის  ფარგლებში; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების     უზრუნველყოფას; თ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე  კონტროლის დაწესებას; ი) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით, დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული  აქტის  პროექტის  მომზადებას.  უნებართვო  და  პროექტის  დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადებას და გამგებლისათვის წარდგენას ; კ) სამშენებლო საქმიანობისას ავარიის, უბედური შემთხვევისა და უსაფრთხოების ნორმების  დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ობიექტის  სავალდებულო  ინსპექტირებაზე  წინადადების მომზადებას;  ლ) წინადადებების მომზადებას და განხილვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით  დადგენილი წესით; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი  აქტების მომზადებას; ნ) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და   შესწავლას. ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების   განხორციელებას. მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება და სახსრები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 11🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას, მერის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. მუხლი 12🔗. სამსახურის ზედამხედველობა 1. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 13🔗. სამსახურის რეორგანიზაცია 1. სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.