ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2018
ძალაში შესვლა 01.02.2018
ძალის დაკარგვა 01.04.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №5
2018 წლის 18 იანვარი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების 1-ლი მუხლის „ა1“ ქვეპუნქტისა და ამავე დადგენილების მე-2 მუხლის, ასევე „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის №112 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს
:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის პირველ აპრილამდე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე