„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260000.35.140.016279)  და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურის და მშენებლობის  ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური

1.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცით მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველიობის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას , სივრცითი მოწყობას და ურბანულ დაგეგმარებას , უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას .

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის , ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა , მეფე თამარის ქ . №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა , პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების , საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია :

ა ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – I რანგი .

ბ ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი -ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი – II რანგი .

გ ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი - ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – II რანგი .

დ ) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში - III რანგი .

ე ) არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში - III რანგი .

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ,პროფესიული საჯარო მოხელესამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებსმერი . მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით , მერიის დებულებით , ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით ). სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება -მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოსამსახურე .

3. საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საფუძველზე მერიის დებულებით და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ “ შესაბამისად , ხოლო ფუნქციები შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით ).

4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ .დ “ და ,,დ .ე .“ ქვეპუნქტების შესაბამისად , მუნიციპალიტეტის საკრებულო , მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა , თანამდებობების რანგირებას ,საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ “ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში .

5. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , შეფასების , სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური არქიტექტურულ სამშენებლო და სივრცით მოწყობას დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას , სივრცით მოწყობასა და ურბანული დაგეგმარებას , ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვას და მოსახლეობის წყალმომარაგებას ;

ბ ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის , ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას ;

გ ) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება -განხილვასა და შეთანხმებას , მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას ;

დ ) არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას ;

ე ) საგზაო ნიშნების , გზაჯვარედინების , მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას ;

ვ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას ;

ზ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას , წარმოებას , მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგების , გადაცემისა და დაცვის წესების მკაცრად დაცვას ;

თ ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობების განხილვას , მოქალაქეთა პირად მიღებას მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ;

ი ) გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების , სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას ;

კ ) სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვას – საქმიანობას , რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების , კეთილმოწყობის , გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის , რეკრეაციის სივრცით -ტერიტორიული პირობების , სატრანსპორტო , საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ;

ლ ) სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით ჩასატარებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე ზედამხედველობას ;

მ ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის :

მ .ა ) არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას ;

მ .ბ ) გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას ;

მ .გ ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას ;

მ .დ ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს ;

მ .ე ) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას .

2. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამარალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტებზე , შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და განახორციელოს კანონის შესაბამისი რეაგირება .

3. ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს , ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ .ა “ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე -2 პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის საფუძველზე , წარმომადგენლობით ორგანოს .

მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1 სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების - მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი .

2. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებზე ზედამხედველობის განახორციელებას ;

ბ )დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას ;

გ ) დასახლებებში წყალმომარაგების , კანალიზაციის , სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების ხელშეწყობას ;

3. არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა ) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას ;

ბ ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას ;

გ ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას ;

დ ) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება -განხილვასა და შეთანხმებას , მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეული და განყოფილებები უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

  სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით , ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .