„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 18 იანვარი

დაბა ასპინძა

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260000.35.140.016281) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით. 

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე.“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო,  მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს   მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის  შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის  შესაბამისად   ასეთია:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი – I რანგი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი –  II რანგი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);

გ) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების III  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში – III რანგი ( შემდგომში –უფროსი სპეციალისტი);

დ) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების  III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი განათლების, კულტურისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში – III რანგი ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი);

ე) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი –  II რანგი ( შემდგომში – განყოფილების უფროსი);

ვ) სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში – III რანგი ( შემდგომში – უფროსი სპეციალისტი).

2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან საჯარო მოსამსახურე.

5. საჯარო მოსამსახურეთა   ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით  და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქცია

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების შესაბამისად ახორციელებს თავის  უფლებამოსილებას.

2. უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვას, ორგანიზებასა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და დაცვას;

გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ფუნქციონირებაზე და განვითარებაზე ზრუნვას;

დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;

ე) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის ღონისძიებების გატარებას;

ვ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვას;

ზ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

თ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლას და მათი მოღვაწეობის სტიმულირებას;

ი) სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას, ტურიზმის დარგის სტიმულირების ღონისძიების განხილვას და პრაქტიკულ რეალიზაციას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;

კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტებისათვის დადგენილი უფლებების და მოვალეობების განხორციელებას.

3. ასევე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებს.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.

მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება- მეორადი სტრუქტურული ერთეული ახორციელებს:

ა) განათლების, კულტურის, ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების პროცესსა და  ანალიტიკური სამუშაოების შესრულებას;

ბ) ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა  კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას;

დ) ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

ე) თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო  და სხვა ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;

ზ) სხვადახვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე მხარდაჭერის წინადადებათა შემუშავებას.

2. სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება ახორციელებს:

ა) სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას;

ბ) გენდერული თანასწორობის ურთიერთობების საკითხთა მოგვარებას და გენდერული თანასწორობის ურთიერთობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

დ) მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და  ხელშეწყობას;

ვ)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებათა შემუშავებას;

ზ) დაინტერსებული ახალგაზრდების ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სფეროში.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.