ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 487 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2017 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.10.2019 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 15.11.2017 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.02.2018 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2018 წლის 18 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016124). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗.  მუნიციპალიტეტის   განათლების,  კულტურის,  სპორტისა  და  ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი  სტრუქტურული  ერთეული – განათლების,  კულტურის, სპორტისა  და ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის,  სპორტის,  ახალგაზრდულ  საკითხთა  მუნიციპალური  პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2.  სამსახური   თავის  საქმიანობას   წარმართავს   საქართველოს   კანონმდებლობის,   მერიის  დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  სამსახურის  საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია - „სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-9  მუხლით  და  სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16   მუხლით.   სამსახურის   პროფესიული   საჯარო   მოხელეების   ფუნქციები   განისაზღვრება   შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 5.  სამსახურის   მოხელეთა  თანამდებობაზე  დანიშვნა-გათავისუფლების,   მათ  შორის  დაწინაურების, გადაყვანის და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს; ე) სპორტისა და  კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას; ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ზ)   ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის,  შემოქმედებითი  საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა; ბ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; გ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; დ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.