ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,313 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 13.06.2022 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2025 აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.12.2021 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2018 წლის 18 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის  მერიის   ეკონომიკის   სამსახურის   დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ეკონომიკის სამსახური 1.  მერიის  ეკონომიკის  სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  – სამსახური)  არის  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის  შემუშავება,  პროგმამებისა  და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებას; ფონდებთან  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის   საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)   ეკონომიკის,  ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) საგარეო  ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის  სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის განყოფილება  შედგება განყოფილების  უფროსისა და განყოფილების  საჯარო მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი  ფუნქციები  განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-13 მუხლით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  მერის  ბრძანებით,  განყოფილების  უფროსის  უფლება-მოვალეობების  განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7.  სამსახურის  საჯარო  მოსამსახურეების  თანამდებობაზე  დანიშვნა-გათავისუფლების,   მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების  დაგეგმვის,  ინვესტორებთან  თანამშრომლობის,  შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა  და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და წინადადებების მომზადებას; ზ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; მ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ნ) მონიტორინგს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე,  მართლზომიერ  სარგებლობასა  და განკარგვაზე; ო) მონიტორინგს და კონტროლს, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე; პ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება- მოვალეობათა განხორციელებას; ჟ) ქუჩებისა და მოედნების სახელდების თაობაზე წინადადებების მომზადება; რ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ს) მატერიალურ ფასეულობათა  ინვენტარიზაციის  განსაზღვრულ  ვადაში ჩატარებას,  შედეგების გამოვლენას და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვას; ტ) მუნიციპალური სამსახურებისა  და ადმინისტრაციულ  ერთეულებში  წარმომადგენლების  სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას,   აღჭურვას,   რემონტს,   კეთილმოწყობას,   დაგვა-დალაგებას,   კომუნალურ  მომსახურეობასა  და დაცვას; უ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ფ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; ქ) მუნიციპალური სამსახურებისა  და ადმინისტრაციულ  ერთეულებში წარმომადგენლების  საოფისე მასალებით მომარაგებას; ღ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ყ) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა  და სტრატეგიის შემუშავება, პროგმამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება; შ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება; ჩ) უცხოელი  და ადგილობრივი  ტურისტებისათვის  საჭირო ინფორმაციის  მოპოვებას,  საინფორმაციო  ბაზის შექმნას  ისეთ  საკითხებზე  როგორიცაა:  ტურისტული  ინფრასტრუქტურა,  ტურიტსული  ადგილები, ტურიტსული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა; ც) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სარეკლამო საიმფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემას; ძ) ტურიზმის სფეროში  დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის  სარეკლამო  პროდუქციის  გავრცელებაში  ხელის შეწყობას; წ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ჭ) ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადებას; ხ) მუნიციპალიტეტის  თანამშრომლობის  ხელშეწყობას  საქართველოსა  და უცხოეთის  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან; ჯ) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობასა და დაფინანსების მოპოვებას; ჰ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ჰ​1) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; ჰ​2) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; ჰ​3) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ჰ​4) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ჰ​5) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი  4🔗. ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციები: ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური  ინფორმაციის  შეგროვებასა  და დამუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების  დაგეგმვის,  ინვესტორებთან  თანამშრომლობის,  შესაბამისი საინვესტიციო  პროგრამებისა  და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და წინადადებების მომზადებას; ზ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; კ)  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების  მომზადებას მუნიციპალიტეტის   ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; მ)  წინადადებების და  საჭირო  დოკუმენტაციის   მომზადებას   მუნიციპალური   ქონების  შექმნის,   შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ნ) მონიტორინგს მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე,  მართლზომიერ  სარგებლობასა  და განკარგვაზე; ო) მონიტორინგს და კონტროლს, მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე; პ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ჟ) ქუჩებისა და მოედნების სახელდების თაობაზე წინადადებების მომზადება; რ) მერიის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ს) მატერიალურ ფასეულობათა  ინვენტარიზაციის  განსაზღვრულ  ვადაში ჩატარებას,  შედეგების გამოვლენას და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ ანგარიშგებებში ასახვას; ტ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების  სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას,   აღჭურვას,   რემონტს,   კეთილმოწყობას,   დაგვა-დალაგებას,   კომუნალურ  მომსახურებასა  და დაცვას; უ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ფ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; ქ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების  საოფისე მასალებით მომარაგებას; ღ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ყ) მოქმედი  კანონმდებლობით,  მერიის  დებულებით  და მუნიციპალიტეტის  სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის განყოფილების ფუნქციები საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და  ტურიზმის დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა  და სტრატეგიის შემუშავება, პროგმამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება; გ)  უცხოელი  და ადგილობრივი  ტურისტებისათვის  საჭირო ინფორმაციის  მოპოვებას,  საინფორმაციო  ბაზის შექმნას  ისეთ  საკითხებზე  როგორიცაა:  ტურისტული  ინფრასტრუქტურა,  ტურისტული  ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა; დ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სარეკლამო საიმფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემას; ე) ტურიზმის სფეროში  დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის  სარეკლამო  პროდუქციის  გავრცელებაში  ხელის შეწყობას; ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ზ)  ახალი  ტურისტული  თუ  სხვა  ინფასტრუქტურული  ობიექტის  შექმნის  თაობაზე  შესაბამისი  პროექტის მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის  ხელშეწყობას  საქართველოსა  და უცხოეთის  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან; ი) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობასა და დაფინანსების მოპოვებას; კ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის  დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.