📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 967 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.11.2017 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.01.2018 „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.12.2021 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2018 წლის 18 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის აშიდა აუდიტის სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ., 010250020.35.164.016128). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის  შიდა აუდიტის სამსახური 1.  მერიის  პირველადი  სტრქუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე და „სახელმწიფო  შიდა  ფინანსური  კონტროლის  შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად. 3. სამსახური მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური  დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სამსახურის  საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რანგირების გათვალისწინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა)  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული  რისკების მართვის ხარისხისშეფასება; ბ)  მერიის  საქმიანობის   ეკონომიურობის,    ეფექტიანობისა    და   პროდუქტიულობის გაზრდის   მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ)  შიდა  აუდიტის   წლიური  და  სტრატეგიული   გეგმების  შემუშავება  და  საანგარიშო  წლის  დაწყებამდე მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება; ე) სამსახურის  მიერ შემუშავებული  და გაცემული რეკომენდაციების  შემდგომი  შესრულების  მონიტორინგი და კონტროლი; ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ზ) მერიის სისტემაში ასიგნებების და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების   და   სხვა   საშუალებათა   რაციონალური   გამოყენების   უზრუნველყოფის   რისკის   მართვის ხარისხის შეფასება; თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ი) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის  შეფასება/მონიტორინგი;  კანონმდებლობის  მოთხოვნათა  დაცვასა  და  შესრულებაზე კონტროლის  განხორციელება, მოსალოდნელი  დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ  დისციპლინისა  და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; მ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ნ) სამსახურებრივი  შემოწმების  შედეგად  დანაშაულის  ნიშნების  გამოვლენის  შემთხვევაში,  მერთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა; ჟ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები სამსახური უფლებამოსილია: ა) მერიის  პირველად  და მეორად  სტრუქტურულ  ერთეულებში  და  მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებულ იურიდიულ  პირებში ჩაატაროს  სისტემური, შესაბამისობის,  ეფექტიანობის,  ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების  აუდიტი, რომელთა  მეშვეობით  შესაძლებელი  იქნება გაირკვეს,  თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა  დაგეგმილ  მიზნებსა  და ამოცანებს,  რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტურად ხდება  დაფინანსების  გამოყენება,  რამდენად  სრულყოფილად  არის  დანერგილი  მართვის  და კონტროლის მექანიზმები და სხვა; ბ) განახორციელოს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში  მერის  წინაშე  დააყენოს  საკითხი  ასეთი  თანამშრომლის  მიმართ  დისციპლინური პასუხისმგებლობის  ზომის  გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში  მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით; დ)  მიმდინარე  შიდა  აუდიტის,  სამსახურებრივი   შემოწმების  ან  საკითხის  შესწავლა-ანალიზის   პროცესში მერიის პირველად და მეორად სტრუქტურულ ერთეულებში  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე  გამოიძახოს  ნებისმიერი   თანამშრომელი  შესაბამისი ინფორმაციის  ან ახსნა- განმარტების მიღების მიზნით; ე)  განახორციელოს შიდა  აუდიტთან   დაკავშირებული   სხვა  ფუნქციები   „სახელმწიფო   შიდა  ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას   წინამდებარე   დებულებით  გათვალისწინებული  ნორმები,  შიდა აუდიტის  სტანდარტები,  შიდა აუდიტორთა  ეთიკის  კოდექსი,  შიდა  აუდიტის  მეთოდოლოგია  და შიდა აუდიტის  მარეგულირებელი  სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მოზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის  წინასწარ ინფორმირების გარეშე; გ)  შიდა  აუდიტორული  ანგარიშის  პროექტი,  შუალედური  სახით, გაუგზავნოს  შიდა აუდიტის  ობიექტს იმ მიზნით,  რომ მან წარმოადგინოს  საკუთარი  მოსაზრება  და არგუმენტირებული  პასუხი  ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში; დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მერს; ე) შიდა აუდიტის ანგარიში წარუდგინოს მერს და საკრებულოს საანგარიშო წლის, მომდევნო წლის 01 თებერვლამდე; ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს მერთან შეთანხმებით; ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების    დაცვა   საქართველოს    კანონმდებლობით    დადგენილი   წესით   და   არ   გაამჟღავნოს   ის ინფორმაცია,  რომელიც  ცნობილი  გახდა  თავისი საქმიანობის  განხორციელებისას  ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები დასამსახურებრივი ფუნქციები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით.  ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის   ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.