⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2018
ძალაში შესვლა 01.03.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 983 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
01.03.2018 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2018 წლის 18 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 ივლისის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/08/2014 წ.,010250020.35.164.016125) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი დანართი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება ეს   დებულება,  „ადგილობრივი    თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული    კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ „მობილიზაციის   შესახებ“  საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე აქტების,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა  და გამგეობის  დებულებების შესაბამისად, განსაზღვრავს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის  (შემდგომ  –  სამსახური)  შექმნისა  და ფუნქციონირების  ძირითად  პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას. თავი I. ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური 1. სამსახური არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო  აღრიცხვაზე  აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის  მომზადებას,  სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. თავი II სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები: სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა)  უზრუნველყოს   მოქალაქეთა   პირველად   სამხედრო   აღრიცხვაზე   აყვანა,   სამხედრო   სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი  მუშაობა; გ)  გააკონტროლოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მოქალაქეთა  მიერ  „სამხედრო  ვალდებულებისა  და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა  და  ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე)  აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა  შერჩევა,  მოზიდვა  და  გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ  დებულებით  განსაზღვრული  სხვა  უფლება-მოვალეობანი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა; გ) ზოგად საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე) სავალდებულო  სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ)  ხალხისა და სატრანსპორტო  რესურსის  მობილიზაცია;  სამობილიზაციო  მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო  გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ)   თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და   თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო  ძალების  ვეტერანებისა  და მათთან  გათანაბრებული  პირების  აღრიცხვა  და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ)  მოქალაქეთა საჩივრების   და  განცხადებების   განხილვა, შესაბამისი   ზომების  მიღება,  მასში  დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; ლ) სამართალდაცვის  ორგანოებისათვის  მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობანი სამსახურის მოვალეობებია: ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ)  სამსახურის  კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე  გამართოს  თათბირები  და განახორციელოს  სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურს   ხელმძღვანელობს  ხელმძღვანელი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, კონკურსის შედეგების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის საშტატო  განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 3. სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით. 4. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდების  სამხედრო  სამსახურისათვის  მომზადებისათვის,  პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ. გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე  წარსადგენად  ამზადებს  მობილიზაციის,  აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; დ.დ) სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას; დ.ე) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; დ.ვ) სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთანუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა  შესასრულებლად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს; ზ)  უფლებამოსილია  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში  შეუფერხებლად  გამოითხოვოს  და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდ ან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურის თანამშრომლებს, მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ  საქართველოს  კანონმდებლობით  გათვლისწინებული  პროფესიული  საჯარო  მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა)  აწარმოონ  დადგენილი  წესით  სამობილიზაციო  რესურსების  აღრიცხვა,  გაწვევა  და ტექნიკის  მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები; დ) შეასრულოს სამსახურის ხელმძღვანელის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. 3. გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე,  უზურნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. თავი IV. დასკვნითი დებულებები მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. 3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.