ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2018 წლის 22 იანვარი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის დებულების დამტკიცების შესახებ“დადგენილება (www.matsne.gov.ge,30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.141.016115).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი 1.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) შექმნილია `„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას მოქმედებს მერიის სახელით და რომელიც ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დედგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით;
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახელების აღნიშვნით.
5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი- ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის მართვა და ნებისმიერ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
2. მიზანი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით.
3. ამოცანები:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება;
ბ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობაზე პირდაპირი კონტროლის დამყარება;
დ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა.
მუხლი 3🔗.
ფუნქციები
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, მონიშვნა, აღწერა, ასახვა, საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის ყოველდღიური განახლება მიმდინარე ვითარების საერთო სურათის წარმოდგენის მიზნით.
2. საერთო სურათის ყოველდღიური ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებების საფუძველზე მოამზადოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები.
4. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული `განაშენიანების რეგულირების წესების~ შესაბამისად განახორციელოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება.
5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე დასვას საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სქემის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ.
6. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე.
7. უზრუნველყოს დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება.
8. განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა.
9. მოამზადოს სივრცითი_ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები საჯარო განხილვისათვის.
10. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
11. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები.
12. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი კომპეტენციის ფარგლებში.
13. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება.
14. უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის შემადგენლობა
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ)ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფელების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ)არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფელების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება;
მუხლი 5🔗.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
2. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს;
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მოხელეებს შორის;
ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და მერს დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს;
კ) ექვემდებარება მუნიციპალიტეტის მერს, ახორციელებს სამსახურის მენეჯმენტს, უწევს მართვას და კონტროლს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში;
3. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი სამსახურის უფროსის წარდგინებით;
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
5. სამსახურის პროფესიული საქმიანობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური;
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 6🔗.
ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა.
2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება.
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას.
4. მშენებლობის ნებართვის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებას.
5. მშენებლობის ნებართვაგაცემული, ლეგალიზებული, შეთანხმებული და ა.შ. დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება.
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 7🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას
მუხლი 8🔗.
არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია.
2. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშაებას.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა.
4. წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება.
5. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 9🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗.
დებულების ძალაში შესვლა
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.