ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2018 წლის 22 იანვარი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016136).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფა
1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახალქალაქის მუნიციპალიტატის მერიის დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით,
2. სამსახური წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით და უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნას, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტის მატერიალურ უზრუნველყოფას.
3. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახელების აღნიშვნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. შესყიდვების საკითხებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) დადგენილი წესით ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საფინანსო სამსახურის მიერ მოწოდებული (ფაქტობრივი დაფინანსების) მონაცემების საფუძველზე ადგილობრივი შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება;
დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებათა მომზადება;
ე) მომწოდებელთა რეესტრის წარმოება;
ვ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადება, მათი დროულად წარდგენა სააგენტოში;
თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, შესყიდვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ი) დაგეგმილი და წარმოებული შესყიდვების, ასევე შესყიდვების არსებული და შესაძლო ობიექტების პოტენციური მიმწოდებლებისა და შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება. შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და მერთან წარდგენა.
მუხლი 3🔗.
სამსახურის შემადგენლობა
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) შესყიდვების დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია შესყიდვების დაგეგმვის, მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია განხორციელებული ან/და
განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების
მოსამზადებლად;
ბ) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების, სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ცალკეული სპეციალისტები;
გ) მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები;
დ) შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატაროს შეხვედრები და ტრენინგ-სემინარები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები;
ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს მერს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ყოველკვარტალური და წლიური ანალიზი შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის კუთხით და წარუდგინოს მერს;
დ) უზრუნველყოს მერის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მოქმედიკანონმდებლობის შესაბამისად;
ე) პასუხი აგოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტეციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე:
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
თ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები მერთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს;
ი) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს, პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე;
კ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დებულების ძალაში შესვლა
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.