📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,214 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2018 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2018 წლის 22 იანვარი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №7  „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge,27/02/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.141.016138). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი 1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ „საქართველოს კანონის, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის, ქალაქ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერიის) დებულების და ამ დებულების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას,სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და აღრიცხვაზე აყვანისა და მოხსნის შტამპები. 4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი.) მუხლი 2🔗. სამსახურის შემადგენლობა და უფლებამოსილებანი 1. სამსახური შემადგენლობაში შედის: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ)წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) სამსახურის მოხელეები. 2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში განყოფილება. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 4. სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურის, გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების გამოსატანად; გ) ამზადებს წინადადებებს მობილიზაციის, აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დ.გ.დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; დ.დ.სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას: დ.ე. გაძლიერების აპარატის მომზადებას და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; დ.ვ.სახელმწიფო, (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; ვ) სამსახური კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად; ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებლივი ფორმის მიუხედავად. 5. სამსახურის მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობანია: ა) მისაწერ ჭაბუკთა სიების და საბუთების გამოთხოვა სკოლებიდან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან და წარმოება-დაწესებულებებიდან; ბ) ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და საერთო სიის შედგენა, ფორმა 2-ის შედგენა; გ) საოქმო წიგნის წარმოება; დ) ანბანური წიგნების წარმოება; ე) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობების გაცემა; ვ) წვევამდელთა აღრიცხვიდან მოხსნა ანბანური წიგნიდან და რეზერვში ჩარიცხვის ამონაწერების შევსება; ზ) წვევამდელთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება; თ) გაწვევის, მიწერისა და სხვა წლიური ანგარიშების შედგენა; ი) შვებულებიდან ჩამოსულ სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება; კ) პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ჭაბუკთა პირადი ბარათის შევსება; ლ) წვევამდელთა პირადი საქმის აკინძვა; მ) წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება; ნ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება ანბანურ წიგნებთან; ო) გასაწვევ წვევამდელთა საერთო სიის შედგენა; პ) გასაწვევ წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება; ჟ) უწყებების დარიგება წვევამდელებში; რ) აღრიცხვაზე არმყოფ წვევამდელთა მოძიება; 6. რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ორგანიზების მიზნით აწარმოებს: ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე მოხსნა-დადგომა; ბ) სამხედრო ბილეთების და დროებითი მოწმობების გაცემა; გ) რეზერვისტთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება; დ) წლიური ანგარიშების შედგენა: ე) სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით გაწვეულ რეზერვისტთა საქმის აკინძვა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება; ზ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება კარტოთეკასთან; თ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გაგზავნა; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) შვებულებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება; ლ) რეზერვისტთა კარტოთეკის მოწესრიგება; მ) ტექნიკის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და წლიური ანგარიშის მოწესრიგება; ნ) აწარმოოს დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ო) სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ' კანონის შესაბამისად. 7. გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვის და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვიმმართველობის ხელმძღვანელობა სამხედრო სამსახურს მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობებია: ა) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ)სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევის ფაქტზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ)სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ)განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 4🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად აღრიცხვაზე აყვანა,სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ–აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ვ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ”დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) ხალხისა და სატრანპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე,საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტისათვის; ლ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობას და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. მუხლი 5🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია 1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. დებულების ძალაში შესვლა 1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.