1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას;

2. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია – 6 თვე და ერთი წელი.

3. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.

ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

4. ბიუჯეტის  შესრულების შესახებ ანგარიშის  წარდგენის    წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"