1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. მერის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკთხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი