გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18641-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18641-16

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2017 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები – კრედიტორები – 1 – ალა კოხრეიძე

2 – ნინო ღუდუშაური

3 – ზეინაბ ძიძიგური

მოვალე – შპს ,,მარიჯანი“ წარმომადგენელი - მარინე ცუცქირიძე

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური

მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

გამოარკვია

2016 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს ალა კოხრეიძემ, ნინო ღუდუშაურმა, ზეინაბ ძიძიგურმა და მოითხოვეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს „მარიჯანის” მიმართ.

2017 წლის 20 აპრილს კრედიტორთა პირველ კრებაზე დანიშნულ იქნენ მომრიგებელი საბჭოს წევრები, რომლებმაც 2017 წლის 01 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინეს გადაწყვეტილება შპს ,,მარიჯანის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2017 წლის 30 მაისს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,მარიჯანის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და კრედიტორებს.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით

დაადგინა:

1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს 2017 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება შპს ,,მარიჯანის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2. შეწყდეს შპს ,,მარიჯანის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

3. განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ჩაბარდეს მოვალეს, კრედიტორებს და გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov. ge.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე  თამარ ჭუნიაშვილი