თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო I ზონა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| I ზონა | თელავი |
| II ზონა | ვარდისუბანი |
| III ზონა | ნასამხრალი |
| IV ზონა | წინანდალი |
| V ზონა | თეთრწყლები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა
და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2018 წლის 18 იანვარი
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“.
მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 264 100 ლარს.
მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები და სამიზნე ჯგუფები:
1. მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
2. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (პირველი და მეორე შვილი ასევე ტყუპების დაბადების შემთხვევაში).
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარება.
4. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ (სამაჩაბლო-აფხაზეთი), დევნილ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
5. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საჩუქრებისა და ღონისძიებების მოწყობა: მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს), უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, მკვეთრად შეზღუდული შესალებლობების მქონე პირები, შშ სტატუსის მქონე ბავშვები, ომის მონაწილეები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარჩენალდაკარგული და ახალშობილთა ოჯახები.
6. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობით უზრუნველყოფა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
7. ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდება: მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, დევნილების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების, უდედმამო ბავშვების, მარტოხელა მშობლების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს).
8. თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში მიღებული საწარმოო ტრამვის შედეგად დაზარალებულ პირებზე კომპენსაციის გაცემა.
9. უსახლკარო, საცხოვრებლათ უვარგისი ბინების მქონე მოქალაქეთათვის დროებითი საცხოვრებლის ქირის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განხორციელდება: სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი ოჯახები, მარტოხელა დედები.
უპირატესობა მიენიჭოს მრავალშვილიან და შ.შ.მ პირთა ოჯახებს.
10. ოპერაციული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის ფინანსური დახმარების მიმღებ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის პირები, რომელთაც საცხოვრებელი აქვთ თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), 18 წლამდე ასაკის, მარჩენალ დაკარგული, მკვეთრი სტატუსის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები.
11. დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით საჭირო გამოკვლევისათვის ფინანსური დახმარების მიმღებ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის პირები, რომელთაც საცხოვრებელი აქვთ თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), 18 წლამდე ასაკის, მარჩენალდაკარგული, მკვეთრი სტატუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები.
12. მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შესაძენად ფინანსური დახმარება გაიცემა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირები, რომელთაც საცხოვრებელი აქვთ თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), 18 წლამდე ასაკის, მარჩენალ დაკარგული, მკვეთრი სტატუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები.
13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები.
მუხლი 6🔗. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ქვეპროგრამების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებული) მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს (ორასიათასი) თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება - 30 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა მშობელმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
გ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.
2.თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულთა ოჯახებზე პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაიცეს ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში ერთჯერადად შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულას, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 250 ლარის ოდენობით, ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით;
ბ) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ჩათვლით, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 200 ლაროს ოდენობით, - ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 250 ლარის ოდენობით;
გ) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 150 ლაროს ოდენობით, ხოლო ტყუპების დაბადების შემთხვევაში - 200 ლარის ოდენობით.
პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მშობელმა განცხადება დაწეროს თელავის მერის სახელზე და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი (მამა აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ან ფიქსირდებოდეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მინიჭებულ ქულების ამონაწერში). მარტოხელა მშობლის შემთხვევაში მშობლის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი, სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ (მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს თელავის მუნიციპალიტეტში) და ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც განხორციელდება თანხის დარიცხვა.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ პირთა (18 წლამდე) შვილებზე, თითოეულზე ყოველთვიურად გაიცეს 150 ლარის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ:
ა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის - მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ პირის დამადასტურებელი საბუთი;
ბ. პროგრამაში მონაწილე ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი.
გ. დახმარების მიმღები მშობლის (მეურვის)პირადობის ქსეროასლი.
4. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ (სამაჩაბლო-აფხაზეთი) და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) ვეტერანის და დევნილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
ა.ა. განცხადება;
ა.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ. საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ. გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი
ბ) უპატრონო მიცვალებულთან დაკავშირებით:
ბ.ა. განცხადება
ბ.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (მეზობლის ან წარმომადგენლის)
ბ.გ. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი უპატრონოა;
ბ.დ. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე. გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
5. საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის სასაჩუქრე ამანათების გაცემა, (მათშორის ფულადი) და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა.
პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:
ა. მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე ასაკის) რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს;
ბ. უდედმამო ბავშვები;
გ. 100 წელს გადაცილებული მოხუცები;
დ. მკვეთრად შეზღუდული შესალებლობების მქონე პირები;
ე. შშ სტატუსის მქონე ბავშვები;
ვ. ომის მონაწილეები;
ზ. მარტოხელა მშობლები (18 წლამდე ასაკის);
თ. იძულებით გადაადგილებული პირები;
ი. სოციალურად დაუცველი ოჯახები;
კ. მარჩენალდაკარგული ოჯახები (18 წლამდე ასაკის);
ლ. ახალშობილთა ოჯახები.
6. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსება მოხდეს - აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში ერთჯერადად შემდეგი სახით:
ა. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფიმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
გ. განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა:
გ.ა.პირადობის მოწმობის ასლი;
გ.ბ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ;
გ.გ საბანკო ანგარიშის ნომერი, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ქვითარი.
7. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, დევნილების, მრავალშვილიანი ოჯახების (რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს), შშ სტატუსის მქონე ბავშვების, უდედმამო ბავშვების, მარტოხელა მშობლების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახებზე (დახმარების მიმღები აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ოდენობით; ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის მიმწოდებელ/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე.
ბ) პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
ბ.აგანცხადება;
ბ.ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ.სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
ბ.დ. ელექტროენერგიის ქვითარი.
ბ.ე.ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
8. მოქალაქეები, რომლებიც მუშაობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში და სამუშაო პროცესში შეემთხვათ საწარმოო ტრავმა უმძიმესი შედეგებით, კერძოდ ინვალიდობის მკვეთრი ფორმით, შესაბამისი სოციალური პროგრამის არ არსებობის გამო შეუწყდათ საკომპენსაციო დახმარება, აღნიშნულ პირებს ყოველთვიურად მიეცეს იმ ოდენობის დახმარება, რასაც იმ მომენტისთვის მისი თანამდებობრივი სარგო ითვალისწინებს მინუს არსებული პენსია აქტში მითითებული დაზიანების პროცენტის მიხედვით.
პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა. პროგრამაში მონაწილე პირის პირადობის ასლი;
ბ. საწარმოო ტრავმის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან საწარმოო ტრავმის დადასტურების შესახებ;
გ. განცხდება დახმარების დანიშვნაზე;
დ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე. ცნობა ხელფასის ოდენობის თაობაზე;
ვ. უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
9. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებსაც აქვთ უვარგისი საცხოვრებელი, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს დროებით საცხოვრებელის ქირით უზრუნველყოფა 6 თვის ვადით, ქირის საფასურის გადახდით თვეში 100 ლარის ფარგლებში.
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
ა. განცხადება;
ბ. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულების შესახებ;
დ. ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
10. ოპერაციული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის დაფინანსება მოხდეს:
ა. იმ პირებისათვის, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 100 000-ს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), მარჩენალდაკარგული, მკვეთრი სტატუსის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ით, დასაფინანსებელი თანხის მაქსიმარული ოდენობა 700 ლარი.
ბ. იმ პირებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-იდან 150 000-ს დაფინასება მოხდეს არაუმეტს 50%-ით დასაფინანსებელი თანხის მაქსიმარული ოდენობა 400 ლარი.
გ. თუ პაციენტის მხრიდან გადასახდელი ან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა აღემატებს 4000 ლარს, თანადაფინანსება მოხდეს 1500 ლარის ფარგლებში.
დ.წარმოსადგენი დოკუმენტები:
დ.ა. დახმარების მიმღები ან მისი წარმომადგენელის განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის ან მოადგილის სახელზე;
დ.ბ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
დ.გ. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
დ.დ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა NIV-100/ა);
დ.ე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ვ. სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტონგო ქულის შესახებ, ან ცნობა აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
დ.ზ. დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი.
დ.თ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
11. დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით საჭირო გამოკვლევისათვის ფინასური დახმარება გაიცემა:
ა. იმ პირებზე, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 100 000-ს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), მარჩენალდაკარგულებზე, მკვეთრი სტატუსის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე გამოკვლევის ღირებულება დაფინანსდეს 300 ლარის ფარგლებში 100%-ით.
ბ. იმ პირებზე, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-დან 150 001-მდე დაფინანსება მოხდეს 200 ლარის ფარგლებში 100%-ით.
გ.წარმოსადგენი დოკუმენტები:
გ.ა. დახმარების მიმღები ან მისი წარმომადგენელის განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის ან მოადგილის სახელზე;
გ.ბ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
გ.გ. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
გ.დ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა NIV-100/ა);
გ.ე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ვ. სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ.
გ.ზ. დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი (ასეთი არსებობის შემთხვევაში)
გ.თ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
12. მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შესაძენად ფინანსური დახმარება გაიცემა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი აქვთ თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე), 18 წლამდე ასაკის, მარჩენალ დაკარგული, მკვეთრი სტატუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებული პირებზე.
დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს - 200 ლარის ფარგლებში.
ა.წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა.ა. დახმარების მიმღები ან მისი წარმომადგენელის განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის ან მოადგილის სახელზე;
ა.ბ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ა.გ. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
ა.დ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა NIV-100/ა);
ა.ე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ. სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტონგო ქულის შესახებ, ან ცნობა აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ.
ა.ზ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტა.
13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება გაიცემა, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად.
I ზონა
თელავი
50 ლარი
II ზონა
ვარდისუბანი
60 ლარი
კურდღელაური
შალაური
III ზონა
ნასამხრალი
70 ლარი
გულგულა
ყარაჯალა
რუისპირი
იყალთო
კისისხევი
კონდოლი
IV ზონა
წინანდალი
80 ლარი
ქვ.ხოდაშენი
ბუშეტი
ვანთა
აკურა
V ზონა
თეთრწყლები
90 ლარი
ნაფარეული
სანიორე
ართანა
ჯუღაანი
ლაფანყური
ლალისყური
ფშაველი
ლეჩური
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა. დახმარების მიმღები ან მისი წარმომადგენელის განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერის ან მოადგილის სახელზე;
ბ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
გ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა NIV-100/ა);
დ. საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗. სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების წესი.
1. მოსარგებლე პირთა, ან მათი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა.
ა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულე;
ბ. მოსარგებლე პირის სტატუსი;
გ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი:
დ. პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი:
შენიშვნა : ამ მუხლის ა.დ) პუნქტი არ ვრცელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებზე.
2. განცხადება არ განიხილება:
ა. თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ მოსარგებლე პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურეობა;
ბ. თუ პირი ითხოვს დავალიანების/ვალის დაფარვას;
გ. განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე პაციენტი გარდაიცვალა;
დ. თუ მოსარგებლე პირს მიმდინარე წელს სამედიცინო მომსახურეობის რომელიმე ქვეპროგრამიდან (გარდა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამაში ჩართული პირებისა) უკვე გაეწია დახმარება;
ე. თუ პირი ითხოვს სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის დაფინანსებას.
ვ. თუ პირი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
3. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ოპერაციული, სტაციონარული, ამბულატორიული და გამოკვლევისათვის საჭირო დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში/ან კერძო დაზღვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული თანხიდან გამომდინარე. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე გაირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი საბუთის შესაბამისად.
4. საგარანტიო წერილზე ხელმომწერი პირი. (სამსახურის უფროსი, ან თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე).
5 გაცემული საგარანტიო წერილის ადმინისტრირება.
ა. ოპერაციული, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურებისათვის და გამოკვლევის დასაფინანსებლად გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე შესრულებული სამუშაო წარმოდგენილი იქნეს წერილის გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში;
ბ. მედიკამენტების დასაფინანსებლად გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე შესრულებული სამუშაო წარმოდგენილი იქნეს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
გ. საგარანტიო წერილში ცვლილებები განხორციელდეს მოსარგებლე პირის/ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, გაცემული საგარანტიო წერილის (დედნის) უკან დაბრუნების შემთხვევაში, კერძოდ: სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში; საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ან მომსახურეობის მიმწოდებლის ცვლილება.
დ. მედიკამენტების დასაფინასებლად გაცემული საგარანტიო წერილის ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.
ე. საგარანტიო წერილი სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელ კლინიკაში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მკურნალობის დასრულებისა.
6. ზემოაღნიშნული კატეგორიის მომართვის შემდგომ ოპერაციული, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს განიხილავს თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების გაწევის კომისია.
მუხლი 9🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი
1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;
2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
3. დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა.
მუხლი 10🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს შემდეგი საშუალებებით:
1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;
2. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებით;
3. თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდით.
4. სოციალური ქსელის მეშვეობით.
მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა:
დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისთვის, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ბიუჯეტებიდან.