„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №5 |
|
2018 წლის 23 იანვარი
ქ . თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი.“.
2. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) კადრების განკარგულებაში აყვანა.“.
3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ის საშტატო ერთეულთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დანიშნულ იქნეს სრული ზოგადი განათლების მქონე სამოქალაქო პირი, განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
4. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამოქალაქო პირს კადრების კანკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის ამოწურვის შესახებ ეცნობება წერილობით.
6. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამოქალაქო პირი შეიძლება კონკურსის გარეშე დაინიშნოს სამოქალაქო შემადგენლობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ასეთი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში.“.
5. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“.
6. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუშაობს ამავე სააგენტოში, მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2018 წლის 1 იანვრიდან სამსახურს აგრძელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო შემადგენლობაში, კადრების განკარგულებაში აიყვანება, აგრეთვე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის, წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების და ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან დაითხოვება ამავე სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე ვრცელდება მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის დადგენილი სამსახურის გავლის პირობები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.01.2018. მიმღები ორგანო — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 140070000.67.079.016006.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 23.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4018863/