,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2018 წლის 23 იანვარი ქ. ზუგდიდი |
„დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ
(ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და
ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით. საგარანტიო ფურცელი არ გაიცემა დებულებით განსაზღვრულ შესრულებულ მომსახურებაზე, რომელიც უკვე განხორციელდა (შესრულდა), გარდა დებულებით გათვალისწინებული მე-3 მუხლის „გ.გ“ პუნქტისა.
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) – მაქსიმალური ლიმიტი 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი;
ბ) „С“ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 150.00 (ას ორმოცდაათი ) ლარი;
გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
გ.ა.ა) სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: თანადაფინანსება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებთან და კერძო სადაზღვევო კომპანიასთან – 300.01 (სამასი ლარი და ერთი თეთრი) ლარამდე სრულად, 300.01 (სამას ლარი და ერთი თეთრი) ლარიდან – 1000.00 (ერთი ათასი) ლარამდე 60%-ით, 1000.00 (ერთი ათასი) ლარიდან 2000.00(ორი ათასი) ლარამდე 50%-ით, 2000(ორი ათასი) ლარის ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1000.00 (ერთი ათასი) ლარი;
გ.ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება საყოველთა ჯანდაცვის ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან – მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);
გ.გ) განსაკუთრებული შემთხვევების (ავტოკატასტროფა, საყოფაცხოვრებო ან სამუშაო მძიმე ტრავმა, ქრონიკული დაავადების გართულება და ა.შ) დროს სხვა პროგრამებით გაუთვალისწინებელი გადაუდებელი, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების კომისიის გადაწყვეტილებით – მაქსიმალური ლიმიტი 1000.00 (ერთი ათასი ) ლარი;
დ) 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაცია:
დ.ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა 40 ბავშვისთვის. მომსახურების დაფინანსება ყოველთვიურად – 315.00 (სამას თხუთმეტი) ლარი;
დ.ბ) სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 500.00 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით:
დ.ბ.ა.) დაუნის სინდრომი;
დ.ბ.ბ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ; G 80.1; G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );
დ.ბ.გ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2);
დ.ბ.დ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);
ე) იშვიათი დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა:
ე.ა) ცელიაკია – ყოველთვიურად 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი.
ე.ბ) ფენილკეტონურია – ყოველთვიურად 500.00 (ხუთასი) ლარი;
ვ) ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს – მაქსიმალური ლიმიტი – 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი – მოსარგებლეები:
ვ.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
ვ.ბ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:
ვ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირები;
ვ.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
ვ.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება ) მქონე პირები;
ზ) ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი – მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) შშმ პირები; ძალადობის მსხვერპლი; მარჩენალდაკარგული ბავშვის მშობელი;
ზ.ა) პროსტატის სპეციფიკურ აგენტზე გამოკვლევა (40-45 წლამდე და 70 წელზე ზევით);
ზ.ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგი (35-40 წლამდე – 60 წელზე ზევით);
ზ.გ) საშვილისნოს ყელის კიბოს სკრინინგი (20-25 წლამდე და 60 წელზე ზევით);
ზ.დ) მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (40-50 წლამდე და 70 წელზე ზევით);
თ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიკური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება 200.00 (ორასი) ლარი.
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს (დედანი);
დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;
თ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, დამატებით, მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან/ გადაწყვეტილებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით (დამოწმებული );
ი) სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – დამატებით:
ი.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ი.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს დაფინანსების ოდენობა.
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 45 კალენდარული დღე მედიკამენტების, გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე – 60 კალენდარული დღე.
ბენეფიციარი ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს: ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტზე გაწეული მომსახურება, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით, სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში, თანხის მიზნობრივი განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი; .
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
ბ) შესაბამის სერვისს უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობის მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი-ფსიქოლოგი. სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება;
გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
მუხლი 11
1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
2. პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა NIV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული, განმცხადებელის/ბენეფიციარის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
დ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისთვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
3. მოსარგებლისთვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა მომსახურების განმახორციელებლის მიერ გაცემული, ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;
გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით, არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში;
გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობა.
მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიო წერილის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარისა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს დასრულების მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
3. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.
4. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.
5. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისთვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.
6. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.“.
|