„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2018 წლის 25 იანვარი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017  წლის 22 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017 წ., 010250020.35.115.016233) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

1.დადგენილების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით  დამტკიცებული დებულების (დანართი №1) პირველი  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საშტატო  განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით,  ხოლო თანამდებობრივი  სარგოები  მტკიცდება „მერიის  თანამდებობის პირთა და სხვა  საჯარო მოსამსახურეთა სარგოების  განსაზღვრის შესახებ“ ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო  მოსამსახურეთა  თანამდებობების რანგირების  სისტემის  გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი