„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
100110000.10.003.020345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2018 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის         მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2015, 100110000.10.003.018660) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მინისტრს უფლება აქვს, სამინისტროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ამ უფლებამოსილებებს, მინისტრის გადაწყვეტილებით, ახორციელებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.

3.  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“;

ბ)  „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, სამედიცინო დეპარტამენტი, ლოჯისტიკის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აგრეთვე შიდა აუდიტის სამსახური და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ქმნიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურს.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება;

ბ) სამინისტროს სისტემის ურთიერთობის უზრუნველყოფა სხვა ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სამინისტროს საქმიანობის წარმართვა;

დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.“.

6. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი