„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/7/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
matsne.gov.ge 994 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/7/679 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსახილველი საკითხი: საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის აცილების შესახებ. I აღწერილობითი ნაწილი 1. 2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დიმიტრი საძაგლიშვილმა და მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის აცილება. 2. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი შუამდგომლობაში მიუთითებს მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ სხვადასხვა დროს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სხვადასხვა მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით. მოსარჩელის მტკიცებით, მოსამართლის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავდა არა მხოლოდ უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიისა და მისი გენერალური დირექტორის მისამართით საკუთარი ნეგატიური პოზიციის დაფიქსირებას და რიგ შემთხვევებში აგრეთვე სიძულვილის ენის გამოყენებას, არამედ აგრეთვე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამართლებრივი დავის საქმის დეტალებს. 3. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მანანა კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობის დროს, სხვადასხვა პერიოდში გაკეთებული განცხადებები, აგრეთვე მიემართებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკას „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. კერძოდ, 2015 წლის 5 ნოემბერს მოსამართლემ დაადანაშაულა საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. 4. მოსარჩელე მხარის მითითებით, №679 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე ობიექტურად არ გააჩნდა მოსამართლე მანანა კობახიძის აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ის მხოლოდ 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, როდესაც სასამართლო უკვე გასული იყო სათათბირო ოთახში. 5. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ცხადად მეტყველებს მის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მოსარჩელეების მიმართ და ადასტურებს, რომ განსახილველ საქმეში ის ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებისას. II სამოტივაციო ნაწილი  1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი უშვებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილება. ეს საფუძვლებია მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება საქმის შედეგით და ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის. 2. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ სხვადასხვა დროს საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შინაარსი მიანიშნებს, რომ მას გააჩნია მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ერთ-ერთი მოსარჩელის „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიმართ. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს საქმის მიმართ მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც ქმნის მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საფუძველს. 3. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსამართლე მანანა კობახიძე პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული საქმის შედეგით. მხარის პოზიციით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოდგენილი გარემოებები ქმნის თუ არა მოსამართლის აცილების ხსენებულ საფუძველს. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ წარსულში გაკეთებული რაიმე საჯარო განცხადება, რომელიც მიემართება მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს ან პროცესის სხვა მონაწილეს, თავისთავად, ვერ გამოდგება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად. მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას, და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე. 5. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საკითხის გადაწყვეტისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად მოსამართლის აღქმას, მის დამოკიდებულებას საქმისა თუ რომელიმე მხარის მიმართ. გააჩნია თუ არა ამ უკანასკნელს იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეუძლია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველი საკითხის გადაწყვეტისთვის სრულყოფილად გამოიკვლია მასთან კავშირში მყოფი ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და მიიჩნევს, რომ არ გამოვლინდა იმგვარი გარემოება ან მოსამართლის მხრიდან მხარისადმი იმგვარი დამოკიდებულება, რაც შექმნიდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. 6. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის აცილების საფუძველი. კერძოდ, მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებების შინაარსი, ისევე როგორც თავად მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნული გარემოებების მიმართ, არ წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის აცილების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N679) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის აცილების შესახებ. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის წევრები: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი