„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/6/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
matsne.gov.ge 1,298 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.25in; line-height:107%; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:12.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/6/679 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსახილველი საკითხი: საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლეების – ზაზა თავაძისა და ლალი ფაფიაშვილის აცილების შესახებ. I აღწერილობითი ნაწილი 1. 2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე „ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მომართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრების – ზაზა თავაძისა და ლალი ფაფიაშვილის აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების თაობაზე. 2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე 2007 წელს მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში ერთ-ერთი კონსტიტუციური მოსარჩელის „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ეკავა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა და მის საკურაციო სფეროში შედიოდა საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი. შესაბამისად, ზაზა თავაძე იყო ნიკა გვარამიას სამსახურებრივად დაქვემდებარებაში მყოფი მოხელე. ამასთან, 2008 წელს ზაზა თავაძე დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, აღნიშნულ პერიოდში კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო ნიკა გვარამია. შესაბამისად, ზაზა თავაძეს დიდი ხნის განმავლობაში მოუწია ნიკა გვარამიასთან ერთად მუშაობა, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი №679 კონსტიტუციური სარჩელის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის შემთხვევაში. 3. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ლალი ფაფიაშვილის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიერ შესაძლო ზეწოლის განხორციელების თაობაზე. სიუჟეტიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა გამოძიებას მინდობილობის გაყალბებაზე. აღნიშნული მინდობილობა კი გაცემულ იქნა ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის – ლალი ფაფიაშვილის დედის მიერ. გამოძიების წარმოებისა და ამ გამოძიების ფარგლებში ტატიანა ახვლედიანის დაკითხვის ფაქტი დადასტურებულ იქნა თავად ტატიანა ახვლედიანისა და ლალი ფაფიაშვილის მიერ. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, ზეწოლა მოეხდინა ლალი ფაფიაშვილზე და მისი დედისთვის არ დაეკისრებინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, №679 კონსტიტუციურ სარჩელზე ხელისუფლებისათვის სასურველი ქმედებების განხორციელებისა და სასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ იქნა განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა ე.წ. „გახმაურებულ საქმეებთან“ დაკავშირებით, რომელთა შორის მოიაზრება ტელეკომპანია „საქართველოსა“ და „რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელები. 4. შუამდგომლობის თანახმად, ზემოაღნიშნულ სიუჟეტში აგრეთვე გავიდა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის „რუსთავი 2“-ს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვას გეგმავს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მხარის მიმართ და გამორიცხავს მოსამართლის მიუკერძოებლობას გადაწყვეტილების მიღებისას. 5. შუამდგომლობის მიხედვით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან აშკარა ხდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები – ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები №679 კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას, რაც წარმოადგენს მათი აცილების საფუძველს. 6. ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აცილების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს საქმის არსებითი განხილვის დაწყებისთანავე. თუმცა იმავე პუნქტის მიხედვით, აცილების საკითხის შემდგომი დაყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უკვე გასულია სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის არსებითად განხილვის დაწყებისას მოსამართლეები ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი არ იმყოფებოდნენ საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს განსახილველი საქმე გადაეცა მას შემდეგ, რაც კოლეგიამ არსებითად განიხილა აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ობიექტურად ვერ დააყენებდა ზემოაღნიშნული მოსამართლეების აცილების საკითხს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე. II სამოტივაციო ნაწილი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის, ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარის განცხადება მოსამართლის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და გაკეთდეს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე. აცილების საკითხის შემდგომი დაყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ. 2. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვა საქმეზე „ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) გაიმართა 2016 წლის 16 ივნისს. აღნიშნული საქმის განხილვაში , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად , მონაწილეობდნენ მოსამართლეები – ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილიც. მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ზაზა თავაძისა და ლალი ფაფიაშვილის აცილების თაობაზე დაყენებულია არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ 2017 წლის 11 ოქტომბერს. 3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უკვე გასულია სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის არსებითად განხილვის დაწყებისას მოსამართლეები ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი არ იმყოფებოდნენ საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს განსახილველი საქმე გადაეცა მას შემდეგ, რაც კოლეგიამ არსებითად განიხილა აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ობიექტურად ვერ დააყენებდა ზემოაღნიშნული მოსამართლეების აცილების საკითხს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე. 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას. იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეები – ზაზა თავაძე და ლალი ფაფიაშვილი არ მონაწილეობდნენ საქმის კოლეგიის ფორმატში განხილვისას, მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომაში და მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, პლენუმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყებისთანავე დაეყენებინა შუამდგომლობა მათი აცილების თაობაზე. 5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენება შესაძლებელია საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდგომაც, „მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ“. 6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ზაზა თავაძის აცილების შესახებ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ზაზა თავაძის ბიოგრაფია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. ამასთან, „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან სამსახურებრივი კავშირის შესახებ ინფორმაცია გაჟღერებულ იქნა თავად მოსამართლე ზაზა თავაძის მიერ 2016 წლის 16 ივნისს გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებიც. შესაბამისად, გონივრულ საფუძველს იქნება მოკლებული იმის მტკიცება, რომ მოსარჩელისათვის ამ გარემოების არსებობა ცნობილი გახდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. 7. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს წევრების აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რაც წარმოადგენს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თვითკმარ საფუძველს. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ დაკმაყოფილდეს საქმეზე „ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ზაზა თავაძის და ლალი ფაფიაშვილის აცილების შესახებ. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3 . განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის წევრები: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი