„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/5/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
განჩინება №3/5/679
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება:
„შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს – ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი:
საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს – ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოსამართლეების – ოთარ სიჭინავასა და მერაბ ტურავას აცილების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე „„შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა და მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ორი წევრის, მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილება.
2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების აუცილებელ საფუძველს. მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს შესწევს უნარი, უზრუნველყოს ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება სახელმწიფოში. საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვა, თავის მხრივ, მოიცავს არა მხოლოდ საქმის ობიექტურ განხილვას, არამედ აღქმას იმისა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
3. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა 2006 წელს გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული დისციპლინური წარმოების შედეგად. დისციპლინურ წარმოებას მის წინააღმდეგ ახორციელებდა „შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მოქმედი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც იმ დროისთვის იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სწორედ ნიკა გვარამიას მიერ მომზადებული დასკვნის შედეგად გათავისუფლდა მერაბ ტურავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან და ამ გადაწყვეტილების დაცვას ახორციელებდა ნიკა გვარამია საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც მერაბ ტურავას გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას. ამასთან, ნიკა გვარამია არის №679 კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი მოსარჩელის (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის) გენერალური დირექტორი. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავა ვერ იქნება მიუკერძოებელი აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტისას, მისი ნეგატიური პერსონალური დამოკიდებულების გამო ნიკა გვარამიას მიმართ.
4. შუამდგომლობის მიხედვით, მოსამართლე მერაბ ტურავას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს მის მიერ განხორციელებული ქმედებები და საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. კერძოდ, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს პლენუმს. აღსანიშნავია, რომ მერაბ ტურავას კოლეგიაში სარჩელის განხილვის დროს არ დაუფიქსირებია აღნიშნული საქმის პლენუმისათვის გადაცემის მოთხოვნა, თუმცა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან მეორე დღეს მან ისარგებლა ამოქმედებული ნორმით და შუამდგომლობით მიმართა პლენუმს №679 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმისათვის გადაცემის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგიას უკვე ნამსჯელი ჰქონდა აღნიშნულ სარჩელზე და, როგორც ცნობილია, ემზადებოდა გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მერაბ ტურავას არ მოუთხოვია კოლეგიის მიერ საქმის პლენუმისთვის გადაცემა სარჩელის განხილვის სტადიაზე და მხოლოდ მოსამართლეთა სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მოითხოვა აღნიშნული, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობის მიზანი მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურება იყო.
5. შუამდგომლობის თანახმად, 2016 წლის 1 აგვისტოს ინტერვიუში მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავდა საქმეებს, რომელთაც პოლიტიკური კონტექსტი გააჩნდა და, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს. ხოლო, 2016 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინტერვიუში მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ და როდესაც ტელევიზიები კონკრეტული მოსამართლეების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე საუბრობენ უწყვეტ რეჟიმში, ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ მოსამართლეებს, მოსამართლისათვის შესაძლოა, რთული იყოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების თვალში აღქმული იქნება როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. მის მიერ ნახსენებ რამდენიმე მოსამართლეში იგულისხმება თავად მერაბ ტურავა. შესაბამისად, მერაბ ტურავა თავად აცხადებს, რომ, რადგან მის მიმართ გადის კრიტიკული სიუჟეტები „რუსთავი 2“-ის ეთერში, მას გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული ტელეკომპანიის სარჩელზე. შესაბამისად, მოსამართლე მერაბ ტურავას საჯარო განცხადებებიდან იკვეთება, რომ მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულება მოსარჩელეთა მიმართ და მისთვის რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება განსახილველ საქმეზე, რაც, მოსარჩელეთა აზრით, მოსამართლის აცილების უპირობო საფუძველს წარმოადგენს.
6. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ასევე გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა №764 კონსტიტუციური სარჩელისა („საქართველოს მოქალაქეები – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელების შეცვლის საკითხს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მოსამართლე ოთარ სიჭინავამ, რომელმაც ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმებოდა სხვა მოსამართლეთა მიერ მომზადებულ დასკვნას და მან მოამზადა ალტერნატიული დასკვნა. მანვე აღნიშნა, რომ ორივე დასკვნა უნდა გასაჯაროებულიყო, თუნდაც „საინფორმაციო ომის” ჭრილში. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ რომელ საინფორმაციო ომზე საუბრობს მოსამართლე ოთარ სიჭინავა და ვისთან იმყოფება იგი საინფორმაციო ომის პირობებში. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საქმეთა განხილვისას უნდა ხელმძღვანელობდეს კონსტიტუციით და შინაგანი რწმენით და იგი არ უნდა იმყოფებოდეს საინფორმაციო ომის პირობებში არავისთან. ოთარ სიჭინავას ეს განცხადება აჩენს კითხვის ნიშნებს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ საინფორმაციო ომის წარმოება დაკავშირებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა-გადაწყვეტასთან. ამასთან, 2016 წლის 2 აგვისტოს, კიდევ ერთ ინტერვიუში ოთარ სიჭინავა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მოუწოდებს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ და გამოხატავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ტელეკომპანიის მიმართ, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს მის მიუკერძოებლობას.
7. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს ლეგიტიმური ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მათი სარჩელის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საფუძველს.
8. მოსარჩელე მხარე საკუთარ შუამდგომლობას ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე მითითებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების თაობაზე.
2. განსახილველი შუამდგომლობით მოსარჩელე მხარე აყენებს შუამდგომლობას საქმის „„შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს – ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) განხილვისაგან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ოთარ სიჭინავას აცილების თაობაზე.
3. 2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ოთარ სიჭინავას ამოეწურა 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე კი მას 2016 წლის 30 სექტემბერს, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ თარიღიდან მოსამართლე ოთარ სიჭინავა აღარ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, შესაბამისად, №679 კონსტიტუციური სარჩელის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი საქმის განხილვისაგან აცილების სამართლებრივი საფუძველი.
4. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას აცილებას. იგი მიუთითებს, რომ 2006 წელს „შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დასკვნის საფუძველზე, მოსამართლე მერაბ ტურავა ვადამდე იქნა გათავისუფლებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, მისი პერსონალური დამოკიდებულება ერთ-ერთი მოსარჩელე იურიდიული პირის მიმართ არის ნეგატიური, რაც იწვევს მის მიკერძოებულ დამოკიდებულებას საქმის მიმართ და წარმოადგენს მისი საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველს.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის, ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარის განცხადება მოსამართლის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და გაკეთდეს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე. აცილების საკითხის შემდგომი დაყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა საქმის არსებითად განხილვის დაწყების შემდეგ.
6. №679 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2016 წლის 16 ივნისს, ხოლო მოსარჩელემ შუამდგომლობა დააყენა არსებითი განხილვის დაწყების შემდგომ – 2016 წლის 15 სექტემბერს.
7. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომლის მიხედვითაც მოსამართლე მერაბ ტურავა ვადამდე იქნა გათავისუფლებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური სამართალწარმოების წესით, განხორციელდა 2006 წელს, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ იშუამდგომლა 2016 წლის 8 ივნისს. ორივე დასახელებული გარემოება მოხდა 2016 წლის 15 სექტემბრამდე და წარმოადგენდა საჯარო, მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას. მოსარჩელეს არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო არგუმენტზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის სხდომის დაწყების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა ამ ნაწილში დაყენებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რაც წარმოადგენს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას აცილების საფუძვლად მოსარჩელე ასევე მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც მოხდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ. კერძოდ, მოსამართლე მერაბ ტურავამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუ მისცა 2016 წლის 1 აგვისტოს და ამავე წლის 11 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში უნდა შეფასდეს შუამდგომლობის დასაბუთებულობა.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა იძლევა ორ საფუძველს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილება. ამგვარი საფუძვლია საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
10. მოსამართლეს პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება საქმის შედეგებისადმი შესაძლოა გააჩნდეს მაშინ, როდესაც მას გარკვეული ინტერესი, ერთგვარი სარგებლის მიღების მოლოდინი გააჩნია საქმის კონკრეტული შედეგით დასრულების და სასამართლოს მიერ სწორედ ამ შედეგით საკითხის გადაწყვეტისადმი. ამასთან, აღნიშნულის მტკიცებულებად ვერ გამოდგება ცალკეული ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელსაც შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანის მხრიდან განსხვავებული სუბიექტური შეფასება მიეცეს. კონკრეტული ფაქტის არსებობასთან ერთად აუცილებელია, გამოიკვეთოს, უტყუარად ან მაღალი ალბათობით დადასტურდეს, რომ მოსამართლე დაინტერესებულია საქმის ამგვარად გადაწყვეტით, დასრულებით.
11. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე მერაბ ტურავამ ინტერვიუ მისცა მედიასაშუალებებს, სადაც მისი აზრი დააფიქსირა, ვერ ჩაითვლება იმგვარ მტკიცებულებად, რომელიც მიუთითებს საქმის კონკრეტული შედეგით გადაწყვეტისადმი მოსამართლე მერაბ ტურავას პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებაზე. ამასთან, არც მოსარჩელის მხრიდან ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც დამოუკიდებლად ან დასახელებულ ფაქტთან ერთობლიობაში წარმოაჩენდა მსგავსი დაინტერესების არსებობას.
12. დასახელებული საფუძვლის გარდა, უნდა შემოწმდეს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, „რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. აღნიშნულის დასადასტურებლად ვერ იქნება საკმარისი მხოლოდ პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის სუბიექტური აღქმა. აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
13. მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა და ტელევიზიები უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ კონკრეტული მოსამართლეების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე, ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ მოსამართლეებს, მოსამართლისათვის შესაძლოა, რთული იყოს გადაწყვეტილების მიღება და, განსაკუთრებით, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების თვალში შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის მხრიდან აშკარაა მოსარჩელე მხარისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რაც წარმოადგენს მისი აცილების უპირობო საფუძველს.
14. მოსამართლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც მოიცავს ზოგადი ხასიათის მოსაზრების დაფიქსირებას, ვერ ჩაითვლება მოსამართლის მიკერძოებულობის მტკიცების საფუძვლად. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა, ობიექტურად იწვევდეს ეჭვს მოსამართლის მიკერძოებულობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თავად განცხადების შინაარსისა და მასში გამოხატული მოსამართლის აზრის შეფასება. განსახილველ შემთხვევაში მოსამართლე მერაბ ტურავას მხრიდან იქნა დაფიქსირებული ზოგადი პოზიცია, რომელიც გარკვეული საკითხის – მოსამართლეთა მიმართ მედიასაშუალებებში გაჟღერებულ კრიტიკას უკავშირდება. მისი მხრიდან, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ ყოფილა გაჟღერებული საკუთარი პოზიცია უშუალოდ საქმის, კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიის, როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე მხარისა თუ გადასაწყვეტი სამართლებრივი საკითხის მიმართ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლე მერაბ ტურავას აცილების თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე „„შპს – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ოთარ სიჭინავასა და მერაბ ტურავას აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი