„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/2/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
matsne.gov.ge 1,377 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 02.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; font-size:10.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:0in; margin-right:4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:115%; font-size:10.0pt; color:black; border:none; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; border:none;} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; border:none;} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; border:none;} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; border:none;} span.TitleChar { color:black; border:none; font-weight:bold;} span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/2/679 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსახილველი საკითხი: საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ. I აღწერილობითი ნაწილი 1. 2016 წლის 22 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თამარ მესხიამ მომართა სასამართლოს შუამდგომლობით (N7464/4-10, 22.08.2016წ.) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – მაია კოპალეიშვილის აცილების თაობაზე. 2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მხარეს უფლება აქვს, დასვას საქმის განხილვაში მონაწილე წევრის აცილების საკითხი, თუ სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი წარმოადგენს ერთ-ერთი მოსარჩელის, კერძოდ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შვილის ნათლიას. ტრადიციულად, საქართველოში ნათელმირონული კავშირი აყალიბებს ახლო ურთიერთობის საფუძველს. ამგვარად, ასეთი ტიპის ურთიერთობა საქმის განმხილველ მოსამართლესა და ერთ-ერთი მოსარჩელის წარმომადგენელს შორის იწვევს მოპასუხე მხარისთვის ეჭვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვერ იქნება საქმის მიმართ მიუკერძოებელი, რაც წარმოადგენს მისი აცილების საფუძველს. 3. მოპასუხე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა უნდა გაკეთდეს საქმის არსებითად განხილვის დაწყებისთანავე, თუმცა მოპასუხისთვის აღნიშნული გარემოების შესახებ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №679 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითად განხილვისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდგომ გახდა ცნობილი. 4. შესაბამისად, მოპასუხე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არსებობს მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილების საფუძველი და უნდა დაკმაყოფილდეს მისი შუამდგომლობა. II სამოტივაციო ნაწილი 1. მოპასუხე მხარე მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აცილების საფუძველზე. დასახელებული ქვეპუნქტის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. 2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლი განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც კონკრეტული მოსამართლე უნდა იქნეს აცილებული საქმის განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესიდან. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, მოსამართლის აცილების საფუძველი მხოლოდ ობიექტურ გარემოებებს ემყარებოდეს და არ საჭიროებდეს მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულების გამოკვლევას. მაგალითად, კანონი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებას იმ შემთხვევაში, თუ იგი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია. ასეთ შემთხვევებში დამატებითი შეფასების, მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და სხვა გარემოებების გამოკვლევის გარეშე დგინდება, მოსამართლის აცილების საფუძვლის არსებობა. საქმის განმხილველი მოსამართლის აცილება პროცესის მონაწილე პირებთან ახლო ნათესაობის გამო არ არის უცხო კანონმდებლობისთვის. ბუნებრივია, სასამართლო ვერ გამორიცხავს იმგვარ ვითარებას, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს ახლო ნათესაობა მოსამართლესა და პროცესის მონაწილეს შორის, თუმცა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით და, მათ შორის, ურთიერთობა სრულიად არ ატარებდეს მჭიდროდ ახლო ნათესაურ ხასიათს. აღნიშნულის მიუხედავად, ახლო ნათესაობის შემთხვევაში არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსამართლეს ექნება გარკვეული დადებითი, ახლობლური დამოკიდებულება, ნდობა თუ გულშემატკივრობის გრძნობა მის მიმართ. აღნიშნული აჩენს მოსამართლის მიკერძოებულობის თავისთავად საფრთხეს. აქედან გამომდინარე, მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესაობა წარმოადგენს მოსამართლის აცილების თვითკმარ საფუძველს. 3. ამასთანავე, არსებობს მოსამართლის აცილების ისეთი საფუძვლები, რომელთა დასადასტურებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ობიექტურ გარემოებებზე მითითება და საჭირო ხდება რიგი სუბიექტური ფაქტორების გამორკვევა. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უნდა გამოიკვეთოს არა მხოლოდ ამა თუ იმ ფაქტის არსებობა, არამედ აღნიშნულთან მიმართებით უშუალოდ მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება. ამასთანავე, ბუნებრივია, მარტოოდენ ის ფაქტი, რომ კონკრეტული სახის ურთიერთობა კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა ახლო ნათესაობად, ყველა ვითარებაში ვერ გახდება მოსამართლის აცილების ან მისი თვითგანრიდების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე აცილების შუამდგომლობის დასასაბუთებლად აპელირებს მოსამართლისა და მხარის ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ახლო ნათესაობას, აუცილებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გამორკვევა, თუ რა გავლენას ახდენს დასახელებული ურთიერთობა, მათ შორის, რელიგიური, სამსახურებრივი თუ სხვაგვარი კავშირები მოსამართლის მიუკერძოებლობაზე როგორც სუბიექტურად, მოსამართლის თვალთახედვით, ისე - ობიექტურად. მოსამართლის სუბიექტურ დამოკიდებულებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან სასამართლოს აღქმა როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსი. ბუნებრივია, ამ დროს მოსამართლეს კვლავაც ავალდებულებს როგორც კონსტიტუცია, ისე კანონმდებლობა, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, თუმცა მიუხედავად მისი მაღალი პროფესიონალიზმისა თუ საქმისადმი ერთგულებისა, გასათვალისწინებელია თითოეული მოსამართლის ადამიანური ბუნება და სწორედ ამგვარი ბუნების დასაბალანსებლად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით პირების მიერ სარგებლობისთვის ყოველგვარი საფრთხის გამორიცხვის მიზნით, კანონმდებლობა ითვალისწინებს მათი აცილების შესაძლებლობას. 5. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილება მოთხოვნილია იმ ფაქტის გამო, რომ ის არის შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის შვილის ნათლია. მოპასუხის მტკიცებით, ნათელმირონობა წარმოადგენს ძალიან ახლო ურთიერთობის საფუძველს, რაც მოპასუხეში აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე მიუკერძოებელი ვერ იქნება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოსამართლე მაია კოპალეიშვილის ასაცილებლად რამდენად არის სახეზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 6. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მატერიალურსამართლებრივი ქცევის წესია, მაგრამ ის შეიცავს პროცესუალურსამართლებრივ კომპონენტსაც იმ თვალსაზრისით, რომ მითითებული ნორმა შინარსობრივად როგორც მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა წარმოდგენას/შეფასებას ითხოვს. 7. მოსამართლის აცილებისათვის არ არის საკმარისი მხარის მიერ მარტოოდენ სულიერი კავშირებიდან მომდინარე ურთიერთობებზე მითითება. იმისათვის, რომ მოსამართლე აცილებული იქნეს საქმის განხილვისაგან, მხოლოდ იმის მითითება, რომ ნათელმირონობა უპირობოდ განაპირობებს მოსამართლის მიკერძოებულობას, არ არის სამართლებრივად დასაბუთებული. მოსამართლის აცილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ თვით ამ მოსამართლისთვისაც, რადგან ის საქმეს იხილავს იმ მაღალი შეგნებით, რომ ის არის მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი, გადაწყვეტილებას იღებს კონსტიტუციის შესაბამისად და კონსტიტუციის საფუძველზე. მოსამართლის აცილებისათვის უნდა არსებობდეს ობიექტურად ხელშესახები მტკიცებულებები, რომლითაც მისი მიკერძოებულობა ან საქმეზე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა შესაბამისი შედეგის მისაღწევად დადასტურდება. ამავე დროს დაუშვებელია, რომ მოსამართლის აცილება ეფუძნებოდეს მხოლოდ მხარის/ დაინტერესებული პირის სუბიექტურ განცდას, წინათგრძნობას ან ინტუიციას. მოსამართლის აცილების საკითხი მოითხოვს შესაბამისი მტკიცებითი სტანდარტის დაცვას. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია იმის გამორკვევაც, თუ რამდენად შეუძლია მოსამართლეს საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მასზე დაკისრებული ფუნქციების უპირობოდ შესრულება. 8. ის ფაქტი, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი არის „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის შვილის ნათლია, არ არის საკმარისი ხარისხის მტკიცებულება მიკერძოებულობის სარწმუნოობის მისაღწევად. გაუმართლებელია მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან არასაკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებების ან მხოლოდ უბრალო ეჭვის საფუძველზე. 9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია იმის მოთხოვნა, რომ მოსამართლესა და მხარეს ან მხარის წარმომადგენელს შორის მარტოოდენ სულიერი კავშირიდან მომდინარე ურთიერთობის ფაქტზე მხარის მიერ მითითება გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი. 10. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის აცილების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და მოპასუხე მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის წევრები: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი  გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი