„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/3/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
matsne.gov.ge 990 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpFirst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpMiddle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 1.0in 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/3/679 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსახილველი საკითხი: საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ. I აღწერილობითი ნაწილი 1. 2016 წლის 23 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№679 კონსტიტუციური სარჩელი) შუამდგომლობით მომართა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ზვიად ბრეგაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კონსტანტინე ვარძელაშვილის აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების თაობაზე. 2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებული და პირველი კოლეგიისათვის განსახილველად გადაცემული №681 კონსტიტუციური სარჩელის შეცვლას. აღნიშნული სარჩელის თავდაპირველი ვერსია მოიცავდა 23 გვერდს, შემდეგ კი შეიცვალა და სარჩელი გახდა 42-გვერდიანი. ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი დაკავშირებული იყო „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან. 3. შუამდგომლობის თანახმად, კონსტანტინე ვარძელაშვილი, როგორც პირველი კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული იყო, გამოვლენილ შესაძლო გადაცდომაზე მოეხდინა რეაგირება და მოეთხოვა სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარება, თუმცა მან რეაგირების გარეშე დატოვა აღნიშნული ფაქტი, რაც იძლევა საფუძველს, მიჩნეულ იქნეს, რომ ის აღნიშნულ სარჩელთან მიმართებით მოქმედებდა მიკერძოებულად და არაობიექტურად. თავის მხრივ, მოსალოდნელია, რომ კონსტანტინე ვარძელაშვილი მიკერძოებული იქნება „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ №679 კონსტიტუციურ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროსაც. 4. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კონსტანტინე ვარძელაშვილის მიმართ უკვე იყო წარდგენილი შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ №675 კონსტიტუციურ სარჩელზე („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სხვა საფუძვლებით. აღნიშნულ შუამდგომლობაში მითითებულია კონსტანტინე ვარძელაშვილის ახლობლურ ურთიერთობაზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც ამყარებს მოსაზრებას საქმისადმი მისი დაინტერესებისა და მიკერძოებულობის შესახებ. 5. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. ამასთან, მართლმსაჯულების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მას არ შესწევს უნარი, საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. 6. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადად, მოსამართლის აცილების საფუძველს წარმოადგენს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობა. მოსამართლის მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში საკითხი უნდა გადაწყდეს სუბიექტური და ობიექტური ტესტის გამოყენებით. სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის პიროვნულ ქცევასა და მრწამსს, ანუ რამდენად აქვს მოსამართლეს პირადი დაინტერესება და მიკერძოება საქმის მიმართ. ხოლო ობიექტური ტესტით შეფასებისას უნდა გაირკვეს, რამდენად ქმნის სასამართლო და მისი შემადგენლობა საკმარის გარანტიას იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიკერძოებასთან მიმართებით. 7. შუამდგომლობის თანახმად, ზემოაღნიშნული გარემოებები მიანიშნებენ კონსტანტინე ვარძელაშვილის საქმის შედეგისადმი პირდაპირ დაინტერესებაზე, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, საქმეზე მისი აცილების საფუძველი უნდა გახდეს. 8. მოპასუხე მხარე საკუთარ შუამდგომლობას ამყარებს საქართველოს საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით. II სამოტივაციო ნაწილი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი მხარეს ანიჭებს უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების თაობაზე. 2. განსახილველი შუამდგომლობით, მოპასუხე მხარე აყენებს შუამდგომლობას საქმის „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) განხილვისაგან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების თაობაზე. 3. 2016 წლის 30 სექტემბერს კონსტანტინე ვარძელაშვილს ამოეწურა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე კი, მას 2016 წლის 30 სექტემბერს, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ თარიღიდან მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი აღარ წარმოადგენს №679 კონსტიტუციური სარჩელის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მისი საქმის განხილვისაგან აცილების სამართლებრივი საფუძველი და მოპასუხე მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. III სარეზოლუციო ნაწილი  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის წევრები: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი