„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/4/679
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
matsne.gov.ge 1,001 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2017 „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 27.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 1.0in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/4/679     2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსახილველი საკითხი: საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №679) მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა თვითგანრიდების შესახებ. I აღწერილობითი ნაწილი 1. 2016 წლის 30 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №679 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა მომართა შუამდგომლობით №679 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობიდან თვითგანრიდების საკითხთან დაკავშირებით. 2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N679) მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ გაკეთდა დაუსაბუთებელი განცხადებები მოსამართლეთა ნაწილის, მათ შორის, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებები მიმართულია როგორც ცალკეულ მოსამართლეთა, ასევე, ზოგადად, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტიც, სადაც ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე იყო საუბარი. 3. შუამდგომლობაში მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ არასოდეს განხორციელებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. ხოლო ზემოაღნიშნულ სიუჟეტში მითითებულ საქმეზე გამოიძება სწორედ მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა და დასრულდა 2016 წლის იანვრის დასაწყისში, როდესაც ე.წ. „გახმაურებული საქმეების“ განმხილველი მოსამართლე თავად არ ყოფილა, მეტიც, ამ სარჩელების ნაწილი იმ დროისათვის სასამართლოში შემოტანილიც არ ყოფილა. აღნიშნული გარემოებების შესახებ კი სიუჟეტში არაფერი აღნიშნულა. 4. შუამდგომლობის თანახმად, №679 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საქმის შედეგი წინასწარ ცნობილია და მოსამართლეთა ნაწილი დაკავებულია საქმის განხილვის გაჭიანურებით. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა, მოსარჩელე მხარეს დაეყენებინა იმ მოსამართლის (მოსამართლეების) აცილების შუამდგომლობა, ვის მიუკერძოებლობაშიც მათ ეჭვი შეაქვთ. თუმცა, მოსარჩელე მხარემ არ მიმართა ამ გზას, აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირება მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეუძლებელია, სხვაგვარი ახსნა მოეძებნოს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც გაკეთდა ყოვლად დაუსაბუთებელი მინიშნებები მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. 5. შუამდგომლობაში მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა პროცესის მონაწილე მხარის აშკარა და არაერთგზის გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მისი, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ უარყოფითად არ აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სანდოობაზე და ამით არ დაზარალდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად არ არსებობს მისი საქმის განხილვიდან აცილების სამართლებრივი საფუძველი, აღნიშნავს, რომ თავს ვალდებულად თვლის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიმართოს №679 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესისგან თვითგანრიდების შუამდგომლობით. II სამოტივაციო ნაწილი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. თავად მოსამართლის მიერ საქმიდან განრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. 2. მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სახეზეა თუ არა გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ლალი ფაფიაშვილი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. 3. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ თვითგანრიდების მოთხოვნის საფუძველი გახდა კონკრეტული მოსარჩელეების მიერ მოსამართლის მიმართ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება და ბრალდება მიკერძოებულობის შესახებ. ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი თვითგანრიდების მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითებს საზოგადოების მიერ მის ობიექტურობაში შესაძლო დაეჭვებას. არგუმენტად მას მოჰყავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტი. 4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების საფუძველს იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვქვეშ დგას მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, თავად მოსამართლე მიიჩნევს, რომ ობიექტურად არ არსებობს მისი მიკერძოებულად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროს მეშვეობით მოსამართლის მიმართ გაჟღერებული ნეგატიური დამოკიდებულება, თავისთავად, ვერ გახდება მის მიუკერძოებლობაში, საზოგადოების მხრიდან, დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. არ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა საქმის „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N679) განხილვისა და გადაწყვეტის პროცესიდან თვითგანრიდების შესახებ. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის წევრები: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი