📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,674 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.04.2022 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.04.2024 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.06.2022 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.12.2022 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №64 2018 წლის 25 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახურის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗   ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს  №33 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016114). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი                                                                                                                                                              დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ეს დებულება განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2.   შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას. 3.  სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 5. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, უშუალოდ ექვემდებარება მერს და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა. 6. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის სტანდარტები, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ინსტრუქციები, რეგულაციები ან დოკუმენტები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება. 7. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 8. მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მისამართია: ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №65. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები 1. ვანის მუნიცპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. 2.  შიდა აუდიტი, როგორც კონტროლის მექანიზმებისაგან (ინსპექტირების ჩათვლით) დამოუკიდებელი ფუნქცია, ახორციელებს სისტემებისა და პროცესების შესწავლას სუსტი მხარეების გამოვლენის მიზნით, აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემებს ობიექტურად, პროფესიონალურად და შესაბამისი მეთოდით; მერს  წარუდგენს რეკომენდაციას მართვის და კონტროლის სისტემის გაუმჯობესების შესახებ (პროაქტიული როლი). 3.  შიდა აუდიტს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი მერიის მენეჯერული ფუნქციების გაუმჯობესების ხელშეწყობაში. 4.  შიდა აუდიტი არ არის პასუხისმგებელი მართვასა და კონტროლზე, ისევე როგორც ეფექტური და პროდუქტიული შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე, ის ასევე არ უზრუნველყოფს თაღლითობის, დარღვევებისა და გადაცდომების სრულ აღმოფხვრას. 5. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება. 6. შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულებების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. 7. მერიის სტრუქტურული ერთეულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება-მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. 8. ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან. 9. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული აუდიტის შედეგად აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 10.  შიდა აუდიტის ობიექტებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა  და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა. 11. მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემოწმების შესახებ ანგარიშის მერისთვის წარდგენა. 12. შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი. 13.  სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის შესაბამისი ერთეულებისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. 14.  სხვა საქმიანობები, რომელიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის პრინციპს. 15.  მერის ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება 1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, ამ დებულებისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ)პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. 2. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და სტრატეგიულ გეგმაზე დაფუძნებულ ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს, რომლებიც წარედგინება მერს დასამტკიცებლად. 3.  სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე. 4.  სამსახურის უფროსი საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებას მერის წინაშე, არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. 5. სამსახურის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება სამსახურის უფროსის წინადადებით. 6.  სამსახურის უფროსი ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლიც საფუძველზეც ტარდება თითოეული აუდიტორული შემოწმება. 7. სამსახურის უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის ობიექტი, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და სხვა. 8.  შიდა აუდიტი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) აუდიტის დაგეგმვა; ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება; დ) გაცემული რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი. 9. შიდა აუდიტის/მონიტორინგის/ინსპექტირების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მერის დავალება. 10.  შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 11.  შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს, ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრულ ვადაში საკუთარი მოსაზრების წარმოუდგენლობის შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად. 12. შიდა აუდიტორულ ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. 13.  თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას. 14. მონიტორინგის,ინსპექტირების ან/და შიდა აუდიტის  განხორციელების მიზნით, სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად. 15.  შიდა აუდიტის ობიექტი ვალდებულია, შიდა აუდიტის/ინსპექტირების/მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობით ან ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნა-განმარტება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური უფლებამოსილია: 1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული) მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება მერიის, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სისტემაში შემავალ ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები. 3.   შიდა აუდიტისა ან/და მონიტორინგის ან/და ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 4. შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით. 5. სამსახურის ფუნქციონირების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა აუცილებელი ქმედებები. მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულება სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: 1. დაიცვას აუდიტის სტანდარტები, აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია. 2.  უზრუნველყოს აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოს დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. 3. აუდიტის დასრულების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეადგინოს აუდიტორული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან აუდიტისადმი დაქვემდებარებული საკითხების შესახებ მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას. 4.   აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგები. 5. კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს მერს წინა წლის შიდა აუდიტის წლიური ანგარიში, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურაში შედის: 1. პირველის რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი. 2.  მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მთავარი სპეციალისტი. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი 1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; გ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; დ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; კ) ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების პროექტს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 8🔗. სამსახურის თანამშრომლები  1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 2.  სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პიროებების უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3.  სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზაღვრული სხვა მოთხოვნები. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ვანის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 4. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მერის წარდგინებით; 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 4. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.