📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2018
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 130070000.10.003.020346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 551 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2018 მიღება
01.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სამსახურის უფროსი
2 სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
3 სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი
4 დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი
5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი
6 სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
7 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი
8 განყოფილების უფროსი
9 განყოფილების უფროსის მოადგილე
10 მთავარი ბუღალტერი
11 დაცვის ოფიცერი
12 დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე)
13 ოპერატიული მორიგე
14 სპეციალისტი (კატეგორიის გარეშე)
15 დაცვის თანამშრომელი, მძღოლი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №31 2018 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები  №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, №2 დანართის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით, №3 დანართის შესაბამისად. 4. განისაზღვროს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიების შემდეგი შესაბამისობა: ა) მეათე კატეგორია − სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; ბ) მეცხრე კატეგორია − სამსახურის უფროსის მოადგილე; გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი; დ) მეშვიდე კატეგორია − დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) მეექვსე კატეგორია − სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) მეხუთე კატეგორია − სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი; ზ) მეოთხე კატეგორია − განყოფილების უფროსი; თ) მესამე კატეგორია − განყოფილების უფროსის მოადგილე. 5. სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს  კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ დადგენილების №1, №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და  აისახება სამსახურის საშტატო ნუსხაში. 6. მოსამსახურის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილის, მთავარი მრჩევლის, სამსახურის დაზვერვის ოფიცრისა (კატეგორიის გარეშე) და სპეციალისტის) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დადგენის მიზნით, თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური კოეფიციენტების ფარგლებში, სამსახურის უფროსი შეარჩევს კოეფიციენტს. 7. კოეფიციენტის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  მოსამსახურის სამსახურებრივი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხი,  მოვალეობათა შესრულების სირთულე, შესაბამისი კომპეტენცია,  კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება. 8. სამსახურის დაზვერვის ოფიცერსა და სპეციალისტს კატეგორიას ანიჭებს სამსახურის უფროსი. 9. საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად ჩარიცხული და დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშნული საკონტრაქტო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 110 (ას ათი) ლარის ოდენობით. 10. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დაფინანსდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №127 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი №1 საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები განისაზღვროს სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების კოეფიციენტები (მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები): № თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი (მაქსიმალურის ჩათვლით) 1 სამსახურის უფროსი 7.0 2 სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე 6.5 3 სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი 6.2 4 დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი 2.7-5.6 5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი 2.6-4.5 6 სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 2.5-3.8 7 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი 2.1-3.1 8 განყოფილების უფროსი 1.9-2.6 9 განყოფილების უფროსის მოადგილე 1.7-2.4 10 მთავარი ბუღალტერი 1.6-2.3 11 დაცვის ოფიცერი 1.5-2.2 12 დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე) 1.3 13 ოპერატიული მორიგე 1.2-1.5 14 სპეციალისტი (კატეგორიის გარეშე) 1.0 15 დაცვის თანამშრომელი, მძღოლი 0.8-1.15 16 დამხმარე მოსამსახურე 0.7-0.9. დანართი №2 სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით განისაზღვროს სამსახურის დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული კოეფიციენტები სამსახურის დაზვერვის ოფიცრის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV V VI VII VIII IX X თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.5-2.2 1.6- 2.3 1.7- 2.4 1.9- 2.6 2.1-3.1 2.5- 3.8 2.6- 4.5 2.7-5.6 6.2 6.5. დანართი №3 სამსახურის სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს  კოეფიციენტები კატეგორიის მიხედვით განისაზღვროს სამსახურის სპეციალის ის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი სამსახურის სპეციალისტის კატეგორიის მიხედვით: კატეგორია I II III IV თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი 1.2 1.3 1.5 1.6.