შპს ,,ტაურუსის" გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3535-16
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2018 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი –მარიამ ხიდაშელი
განმცხადებელი –შპს „ტაურუსი” (ს/კ 230867951)
დირექტორი – ვლადიმერ ბაკურაძე (პ.ნ.230867951)
წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა - – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და მოითხოვა შპს „ტაურუსის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდა მეურვის უფლებამოსილება და დაინიშნა შპს „ტაურუსის” გაკოტრების მმართველად.
2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „ტაურუსის” გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ტაურუსის” გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
2018 წლის 22 იანვარს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ წარმოადგინა შპს „ტაურუსის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად:
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოკვლეულ იქნა შპს „ტაურუსის” (ს/ნ 230867951) ქონება, საიდანაც დადგინდა, რომ საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია, რაც შეეხება საბანკო დაწესებულებებს, ორგანიზაციას აგნარიში გახსნილი აქვს მხოლოდ სს ბანკ „რესპუბლიკაში" და ანგარიშზე უფიქსირდება 108,33 ლარი.
შპს „ტაურუსის” (ს/ნ 230867951) აქვს დებიტორული მოთხოვნები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული კომპანიების მიმართ , სულ 9 კომპანია ჯამში მოთხოვნით 229 135 ლარით, თუმცა მოთხოვნის წარმოშობის პერიოდი არის 2007-2009 წელი. დებიტორებზე მიმართვა გაგზავნილი აქვთ შპს „ტაურუსის” (ს/ნ 230867951) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, თუმცა ყველა დებიტორი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე და მიუთითებენ ხანდაზმულობაზე.
შპს „ტაურუსის” (230867951) სხვა ქონების თაობაზე ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ინფორმაცია არ მოეპოვება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -40 მუხლის 1 -ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით , სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მომსახურების საფასური წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად:
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების ბიუროს საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
„ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:
ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს და შესაბამისად, ამონაგები თანხა (108,33 ლარი), რომელიც ირიცხება სს „ბანკი რესპუბლიკის ” ანგარიშზე სრულად უნდა გადაირიცხოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს და მიაჩნია , შპს „ტაურუსის” გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს „ტაურუსის” (ს.ნ 230867951) გაკოტრების საქმის წარმო ება (იურიდიული მისამართი: საქართველო, თეთრიწყაროს რაიონი, დ.მანგლისი, სტალინის ქ. №66) და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად;
2. სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,ტაურუსის" რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა);
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე;
4.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებიდან/მხარისათვის(გამოცხადებიდან) გადაცემიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე