შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/61
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/61

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე

მოვალე: შპს „ბლექსი ინვესტი“

კრედიტორები : სსიპ შემოსავლების სამსახური – წარმომადგენელი მადონა გეწაძე; შპს ,,ანაგი" – წარმომადგენელი: თეონა ტუღუში; ლეილა ბახლიშვილი – წარმომადგენელი დავით ლომოური; გალაქტიონ ახვლედიანი; ზვიად კირკიტაძე; ხათუნა მამასახლისი; როლანდ ჩანტლაძე; ელენე ბურჭულაძე – წარმომადგენელი: როლანდ ჩანტლაძე; ინგა ბასილაძე; მზია ჯინჭარაძე – წარმომადგენელი ნუგზარ კაიკაციშვილი; ვანდა ანთიძე; ნელი ჩაგანავა – წარმომადგენელი ნუგზარ ჩაგანავა; ირმა ყიფშიძე; ინგული ცხვარაძე; მარინა გაფრინდაშვილი – წარმომადგენელი მაია გაფრინდაშვილი; ნინო ზუხბაია; რეჯებ გაბრუშიძე – წარმომადგენელი მავილე გაბრუშიძე; ლიანა გარუჩავა – წარმომადგენელი დავით ლომოური; თეიმურაზ ჯუსტიშვილი; სოფიო გეგენავა – წარმომადგენელი მამუკა ბარამიძე; ხათუნა მჟავანაძე – წარმომადგენელი ჯემალ მჟავანაძე; დავით ხახუტაიშვილი – წარმომადგენელი მაია რურუა; ნანა ვარდმანიძე – წარმომადგენელი როლანდ ჩანტლაძე; სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბლექ სი ინვესტის“ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „ბლექ სი ინვესტის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 24 იანვარს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „ბლექ სი ინვესტის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. 2017 წლის 22 მაისის კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 19 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2017 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე კრედიტორებმა განაცხადეს, რომ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი წარდგენილია ერთი ერთი კრედიტორის შემოსავლების სამსახურისათვის და მისი სრულყოფილად მომზადების მიზნით მოითხოვეს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება 60 დღით;

სასამართლომ განიხილა რა რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელების საკითხი და მიიჩნია , რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

სასამართლო განმარტავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ს“ პუნქტის შესაბამისად რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულია ხმათა 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორები, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელებას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა გაგრძელდეს 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლოს დაფაზე; ასევე რეგისტრაციის მიზნით გაეგზავნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს.

3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე                                     გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                               ეკატერინე აბესაძე