1. დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის საფუძველზე და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2 . დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებული  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის“  დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი დადგენილებას თან ერთვის).

3. დადგენილებას დაემატოს მუხლი 3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/12/2016 წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.169.016289).