შპს „მალი XXI”-ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე ელიზბარ ცხოვრებოვი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2018 წლის 26 იანვარი
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23
ელ ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან ს აკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე -7 დღეს.
|
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M373 |
|
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: ელიზბარ ცხოვრებოვი, მის: ქ. თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა 27, ბინა 58 |
|
აუქციონის ჩატარების დრო: 06.02.2018 წლის 12:00 სთ-დან 09.02.2018 წლის 15:00 სთ-მდე |
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI” |
|
უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 12 923.57 აშშ დოლარი და 110 ლარი |
|
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქუჩა ჭიჭინაძე, კორპ.27, ბინა 58, ფართი 33.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.19.23.016.011.01.058 |
|
უძრავი ნივთის აღწერა: ქ. თბილისი, ქუჩა ჭიჭინაძე, კორპ.27, ბინა 58, ფართი 33.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.19.23.016.011.01.058 |
|
გარდამავალი უფლებები: იპოთეკარი: სს „ბანკი კონსტანტა“, მესაკუთრე: ელიზბარ ცხოვრებოვი პ.ნ. 01033005389, საგანი: ბინა №58, ფართი 33.00 კვ.მ. იპოთეკის ხელშეკრულება №28-29522-000446, დამოწმების თარიღი 23/05/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. |
|
აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge- ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე; 3. eAuction.ge -ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით . გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 17 კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1% -იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 კალენდარული დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე