,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016406
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის   შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №56 დადგენილებაში  (www. matsne.gov.ge,12/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულება”

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. პირველადი  სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური  არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია)  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, თვითმმართველი ერთეულისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება.“

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.“

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მერიის  პირველადი სტრუქტურულ ერთეულებსა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები და ვალდებულებები“;

ბ) პირველი პუნქტის ,,ა“-,,ბ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიმართოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე;

ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით  და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა